ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
ფრენები
მთავარისაზოგადოება"ჩამეხუტა, შარშან დედა დამეღუპაო და ოჯახს ასე ვეხმარებიო სკოლის საათების მერე... -...

“ჩამეხუტა, შარშან დედა დამეღუპაო და ოჯახს ასე ვეხმარებიო სკოლის საათების მერე… – ნახეთ გლოვოს კურიერის ტრაგიკული ისტორია

kompensacia frenebzekompensacia frenebze

ორიოდე დღის წინ “გლოვოს” კურიერი, ახალგაზრდა ბიჭი დაიღუპა ავარიაში. ამ სამწუხარო ფაქტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, განსაკუთრებით იმის გამო, თუ როგორი რისკის ფასად უწევთ ახალგაზრდებს ფულის შოვნა. ჩვენმა მკითხველმა ხათუნა კვარაცხელიამ ერთი ამბავი გაგვანდო ამ თემასთან დაკავშირებით:

“რამდენიმე თვის წინ, საღამოსკენ, შვილიშვილმა მთელი სულით და გულით მთხოვა პიცა. ცუდი ამინდის გამო დაგვეზარა პიცერიაში წასვლა და გადავწყვიტეთ ახლომდებარე პიცერიიდან გლოვოს აპლიკაციით გვესარგებლა. ნახევარ საათში თავზე დაგვადგა 15-16 წლის წარმოსადეგი, თავაზიანი ყმაწვილი. საფასურზე მეტი გადავუხადე და ტკბილეულიც მივართვით. ნიკა ერქვა… კიბეებამდე მივაცილე, თვალზე ცრემლი მოადგა და ჩამეხუტა, შარშან დედა დამეღუპაო და ოჯახს ასე ვეხმარებიო სკოლის საათების მერე…წავიდა და დამიტოვა უსასრულო სევდა, ტკივილი… ჩემი შვილიშვილი გემრიელად მიირთმევდა ნიკას მოტანილ ცხელ პიცას, მე კი ჩუმად ვტიროდი… მაგარი ბიჭი ხარ, ნიკა, საამაყო და მიზანდასახული, მშრომელი… ნელა, ფრთხილად იარე, სიცოცხლე მშვენიერია”.

amerikis vizaamerikis viza
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!