შაბათი, ნოემბერი 23, 2024
ფრენები
მთავარიახალი ამბებიმონაზონის გაუპატიურების საქმეზე დაჭერილთა ვინაობა ცნობილია - ნახეთ დედის კომენტარი

მონაზონის გაუპატიურების საქმეზე დაჭერილთა ვინაობა ცნობილია – ნახეთ დედის კომენტარი

amindi

უმ­ძი­მე­სი და­ნა­შა­უ­ლი მოხ­და დღეს ხა­შუ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში. დე­და­თა მო­ნას­ტერ­ში, ორი პირი შე­იჭ­რა. უც­ნო­ბებს მო­ნას­ტრის იღუ­მე­ნი­ამ და წევ­რებ­მა წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა გა­უ­წი­ეს რა დრო­საც მათ ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­დნენ.

სას­ტი­კად არის ნა­ცე­მი 70 წლის მო­ნა­ზო­ნი. რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ჰყვე­ბია, ის ჯერ გა­ა­უ­პა­ტი­უ­რეს, შემ­დეგ კი ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­დნენ. უმ­ძი­მეს მდო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი მო­ნა­ზო­ნი კა­ტას­ტრო­ფის ბრი­გა­დამ თბი­ლის­ში ცოტა ხნის წინ გად­მო­იყ­ვა­ნა.

  • ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ ჩა­დე­ნი­ლი ყა­ჩა­ღო­ბი­სა და გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის ფაქ­ტებ­ზე წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვი პი­რე­ბი და­ა­კა­ვა.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, და­კა­ვე­ბუ­ლი 39 წლის მა­მა­კა­ცი ად­გი­ლობ­რი­ვია და სა­ვა­რა­უ­დოდ მას მო­ნა­ზო­ნი პი­რა­დად იც­ნობ­და, ხოლო მე­ო­რე და­კა­ვე­ბუ­ლი, 27 წლის ბიჭი ხა­რა­გა­უ­ლი­დან არის. ირ­კვე­ვა, რომ ის 39 წლის კაც­თან სტუმ­რად იმ­ყო­ფე­ბო­და.

27 წლის ბრალ­დე­ბუ­ლის მშობ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ გა­მო­ძი­ე­ბის არ სჯე­რათ და მათი შვი­ლი "ამ და­ნა­შა­ულს არ ჩა­ი­დენ­და". მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, წარ­სულ­ში მათი შვი­ლი და­კა­ვე­ბუ­ლი იყო, რად­გან მე­უღ­ლემ ძა­ლა­დო­ბის­თვის უჩივ­ლა.

"წარ­სულ­ში მე­უღ­ლემ უჩივ­ლა გამ­ლა­ხაო და ამი­ტომ არის ნა­სა­მარ­თლე­ვი. მე ვიცი, რომ ვი­ღა­ცის საფ­ლავ­ზე იყო და დე­და­ომ არ შე­უშ­ვა. ჩემი შვი­ლი ამას არ იზამ­და, ჩემი შვი­ლი არ გა­ლა­ხავ­და არა­ვის! ის მე­ო­რე არ ვიცი," - აცხა­დებს და­კა­ვე­ბუ­ლის დედა "რუს­თა­ვი 2"-თან სა­უ­უ­ბარ­ში.

რაც შე­ე­ხე­ბა 39 წლის ვ.გ-ს, მისი მა­მის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­კუ­თა­რი შვი­ლი შემ­თხვე­ვამ­დე ცოტა ხნით ადრე ნახა და ის ნას­ვა­მი იყო. მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, მა­მა­კა­ცი წარ­სულ­ში ყა­ჩა­ღო­ბის­თვის იყო ნა­სა­მარ­თლე­ვი. ბრალ­დე­ბუ­ლის მამა ასე­ვე ამ­ბობს, რომ წლე­ბია შვილ­თან კო­მუ­ნი­კა­ცია არ აქვს, რად­გან ვ.გ. დე­დას­თან ცხოვ­რობ­და.

  • შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­კა­ვე­ბუ­ლებს 13 წლით პა­ტიმ­რო­ბა ემუქ­რე­ბათ.

"მათ ბრა­ლად 1952 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი პი­რის მი­მართ ჯგუ­ფუ­რად ჩა­დე­ნი­ლი ყა­ჩა­ღო­ბა და გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა ედე­ბათ. და­ნა­შა­უ­ლი 13 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ცი­ულ სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად ორი­ვე პირი ცხელ კვალ­ზე ბრალ­დე­ბუ­ლის სა­ხით და­ა­კა­ვეს" - ნათ­ქვა­მია უწყე­ბის გან­ცხა­დე­ბა­ში.

frenis kompensaciafrenis kompensacia
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!