შაბათი, ნოემბერი 23, 2024
ფრენები
მთავარიახალი ამბები"ვერ იქნება ბედნიერი ბავშვი,რომელმაც იმშობიარა" - 12 წლის გოგომ იმშობიარა

“ვერ იქნება ბედნიერი ბავშვი,რომელმაც იმშობიარა” – 12 წლის გოგომ იმშობიარა

amindi

23 ნოემბერს, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 12 წლის მოზარდმა იმშობიარა. გოგონა კატასტროფის ბრიგადით რუსთავიდან გადმოიყვანეს კლინიკიდან. მოუმწიფებელი ორგანიზმის გამო ექიმები გართულებებს ელოდნენ.

არასრულწლოვანი თბილისში რუსთავიდან კატასტროფის ბრიგადამ გადმოიყვანა. ასაკის გათვალისწინებით, მკურნალმა ექიმმა ფეხმძიმე გოგოს ოჯახს პაციენტის დედაქალაქში სასწრაფოდ გადაყვანა ურჩია.

„დღეს და ხვალ საავადმყოფოში დარჩებიან. ბავშვი დედასთანაა, მისი რეანიმაციაში გადაყვანა არ გახდა საჭირო.“ – ამბობს პირველი საუნივერსიტეტო საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი ლალი ტურძელაძე.

ფაქტზე გამოძიება სქესობრივი დანაშაულის კვალიფიკაციით მიმდინარეობს. პოლიციაში საქმის ირგვლივ დაკითხვები გრძელდება.

ფემინისტური ორგანიზაცია „ფემინას“ დამაარსებელი და ხელმძღვანელი ნინო ბაისონაშვილი ფაქტს სოციალურ ქსელსი ეხმიანება:

„აქაც იყოს,საჯარო იყოს! რა ჯანდაბა გვჭირს ასეთი?!
გული გამისკდება გეფიცებით ბედნიერი დედობა ვუსურვოთ რაღა დაგვრჩენიაო, სუფრა გაიშალეს და სადღეგრძელოებს ყვებიან ფეისბუქზე, ნიუსებში.

ვერა, ვერ იქნება ბედნიერი ვერასდროს ვერ იქნება, როდის უნდა ვისწვალოთ რეალობის დანახვა?!
ვერ იქნება ბედნიერი ბავშვი,რომელმაც იმშობიარა, ბავშვი, რომელმაც არც მაშინ იცოდა რა სჭირდა, როცა მასზე სექსუალურად ძალადობდნენ და არც ახლა, როცა არც იცის, რომ ვიღაცაზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს მაშინ, როცა თავზეც ვერ აუღია, ბავშვი, რომელსაც საკეისრო ხალხის დახმარებით გაუკეთეს.

ვერასდროს იქნება ბედნიერი ბავშვი, რომელმაც იმშობიარა, მით უმეტეს ბედნიერი დედა ვერ იქნება, ვერასდროს, რადგან მასაც და მის ბავშვსაც აწი ხშირად მოსწყურდებათ და მოშივდებათ, კარგახანს ვერ გაიგებს კიდევ რა ხდება მის თავს, რატომ უნდა უცვალოს თოჯინის მაგიერ პამპერსები რეალურ ბავშვს.ბავშვები, ბავშვი დედები, რომლებსაც ეს დამპალი პატრიარქატი ბავშვობას ართმევთ,ვეღარასდროს იქნებიან ბედნიერები !ეს ხმამაღლა უნდა ვიყვიროთ!წადით მარშზე, 25 ში,

frenis kompensaciafrenis kompensacia
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!