"სუხიშვილების“ ხელმძღვანელის ნინო სუხიშვილის მეუღლე, ბიზნესმენი ზურა ლეჟავა მძიმე ავარიაში მოყვა. ცნობილი ხდება, რომ შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესახ ბიზნესმენი წყნეთიდან თბილისსში ბრუნდებოდა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლეჟავა სქროლით გადაადგილდებოდა და კლდეზე გადავარდა.
ანსამბლის მენეჯერის, ხატია ეკიზაშვილის განცხადებით დაშავებული სტაბილურად მძიმედაა.
"ოპერაცია ჩაუტარდა, სტაბილურად მძიმედ არის. ზურა ჯანმრთელი და პიროვნულად ძლიერი ადამიანია, ამიტომ დარწმუნებული ვარ მდგომარეობიდან მალე გამოვა და ყველაფერი კარგად იქნება.. იგი მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ არის და საიმედო ექიმების ხელშია" - აღნიშნავს ანსამბლის მენეჯერი.
მომხდარზე უკვე დაიწყო გამოძიება.
შეგახსენებთ, რომ ზურა ბიზმენსმენი დიდი ხნის მანძილზე ამერიკაში ცხოვრობდა და ამ ქვეყნის მოქალაქეა. წყვილი ერთმანეთს ბაშვობიდან იცნობდა, მრავალი წლის შემდეგ კი ისინი ამერიკაში კონცერტზე შეხვდნენ ერთმანეთს.