ახლახანს თბილისში 20 წლის გოგონა სასტიკად მოკლეს. “კურიერის” ინფორმაციით, მოკლულია 20 წლის გოგო, სავარაუდო ეჭვმიტანილი კი მისი შეყვარებულია. როგორც თვითმხილველები ამბობენ, მკვლელობის ფაქტამდე კამერებმა წყვილის ჩხუბი დაფიქსირეს.
გარდაცვლილს მრავლობითი ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული. გოგონა ნაქირავებ ბინაში კიდევ ერთ მეგობარ გოგოსთან ერთად ცხოვრობდა. ადგილზე გვიანობამდე მუშაობდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.