ცოტახნის წინ 18 წლის გოგონაზე საზარელი ინფორმაცია გავრცელდა. ახალგაზრდამ თავის მოკლვა სცადა.
როგორც საინფორმაციო სააგენტო “ინფო რუსთავს” ერთ-ერთმა ადგილობრივმა განუცხადა, ახალგაზრდა გოგო ერთ-ერთი კორპუსის სახურავზე აიპარა, სხეულზე თვითდაზიანებები მიიყენა, რის შემდეგაც გადმოხტომას აპირებდა.
გოგონა კორპუსის სახურავიდან, პოლიციის, სამაშველო სამსახურისა და სასწრაფო დახმარების თანამშრომლებმა ჩამოიყვანეს.
18 წლის გოგოს შესაბამისი დახმარება გაუწიეს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.