პარასკევი, აპრილი 26, 2024
ფრენები
მთავარიახალი ამბებიგოგი წულაია საფრანგეთში თავშესაფარს ითხოვს

გოგი წულაია საფრანგეთში თავშესაფარს ითხოვს

kompensacia frenebzekompensacia frenebze

11 ნოემბერს, სასამართლომ პოლიტიკოსი გოგი წულაია უდანაშაულოდ ცნო სექსუალური ძალადობის ნაწილში და დამნაშავედ მიიჩნია იმგვარ ძალადობაში, რომელმაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. ამ დანაშაულისთვის სასამართლომ წულაიას 6-თვიანი პატიმრობა შეუფარდა, თუმცა ვინაიდან აღნიშნულ საქმეზე ის 4 თვის განმავლობაში იყო წინასწარ პატიმრობაში, მხოლოდ ორთვიანი პატიმრობა ელის.

გოგი წულაია სასამართლო პროცესებში 2022 წლის ზაფხულის შემდეგ დისტანციურად მონაწილეობდა – ის ბოლო 4 თვეა საფრანგეთში ცხოვრობს და როგორც მისმა ადვოკატმა, ვალერი გელბახიანმა უთხრა რადიო თავისუფლებას, აპირებს თავშესაფრის მოთხოვნას “მის მიმართ განხორციელებული პოლიტიკური დევნის გამო”.

“ეს გოგო უჩიოდა კიდევ, ხან შემაკავებელი ორდერი გამოუწერეს, ადგა და წავიდა. სასამართლოსაც ეგ უთხრა, რომ მაგიტოა წასული”, – ამბობს წულაიას ადვოკატი ვალერი გელბახიანი.

ადვოკატი აპირებს სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ საკმარისი მტკიცებულებები გოგი წულაიას წინააღმდეგ გამოძიებას არც ძალადობის ნაწილში ჰქონია.

გასაჩივრებას აპირებს პროკურატურაც სააპელაციო სასამართლოში, არც ის ეთანხმება სასამართლო გადაწყვეტილებას.

amerikis vizaamerikis viza
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!