თორნიკე კვერენჩხილაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველო იძულებით დატოვა.
ამის მიზეზი წართმეული პროფესიაა.
ჟურნალისტი ბოლოს "ტვ პირველზე“ მუშაობდა, საიდანაც რამდენიმე თვეა, რაც წამოვიდა.
"გამარჯობა! ეს ჩემი ტიკ-ტოკ გვერდია. ეს არის ერთ-ერთი პლატფორმა, რომელზეც გამოვჩნდები.. "იუთუბსაც“ იმას ვიზამ. ღირსეული კამერა მჭირდება და თქვენი დახმარებაა საჭირო. გააგებინეთ ერთმანეთს, რომ ტელეფონსა და პლანშეტში გადავინაცვლე...
ძალიან ბევრი ადამიანი მეუბნება, რომ ტელევიზორში გამოვჩნდე. ტელევიზორი საქართველოში დავტოვე! წართმეულ პროფესიასთან ერთად. იძულებული ვიყავი დამეტოვებინა ქვეყანა. ახლა ევროპის მასშტაბით გადავაადგილდები. ეს შანსია რეალიზების, შემეცნებისა და გაზრდის. კონტენტი მრავალფეროვანი იქნება. იმედი მაქვს, ბევრი რამის ჩვენებას მოვახერხებ. დიდება თქვენ", - წერდა ჟურნალისტი.