ხუთშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 18:04-ზე, მთვარე ტყუპშია
კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
ვერძი: საქმეებსა და ვალდებულებებზე გადართული ნუ დაივიწყებთ საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვას. გაიუმჯობესეთ ძილისა და კვების რეჟიმი.
კურო: მოერიდეთ ინიციატივის გამოვლენას; იმოქმედეთ სიტუაციისა და შეგრძნებების შესაფერისად. უმჯობესია, დაზოგოთ ნერვები, ვიდრე გაიფუჭოთ დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან.
ტყუპი: საინტერესო შეხვედრების და აზრთა გაცვლის დღეა. იყავით მომართული ისეთი საქმეების შესრულებაზე, რაც მატერიალურ მდგომარეობას გაგიუმჯობესებთ.
კირჩხიბი: გარშემო მყოფების მოსაზრებები შეიძლება არ დაემთხვეს თქვენსას და აზრთა სხვადასხვაობის გამო მოერიდეთ დაპირისპირებას. იყავით მომართული დიპლომატიურობაზე.
ლომი: საქმეების წარმატება დამოკიდებულია იმაზე, რამდენად გონივრულად დაგეგმავთ დღეს. დაიცავით ზომიერება მუშაობასა და დასვენებას შორის. შინ შეიქმენით ფსიქოლოგიური კომფორტი.
ქალწული: კარგი დღეა ავტორიტეტ ადამიანებთან შესახვედრად და მათგან საინტერესო რჩევების მისაღებად. კარგი დღეა სწავლის დასაწყებად, ონლაინლექციებზე დასასწრებად.
სასწორი: დაინტერესდით ფინანსური საკითხებით, ფულის დაბანდებით, ქონების გაყოფით.იყავით სამართლიანი და დიპლომატიური პარტნიორების მიმართ.
მორიელი: დღეს მთავარი როლი უნდა შეასრულოთ საქმიანი და სასიყვარულო ურთიერთობების გასაუმჯობესებლად. საღამო სასიამოვნო ადამიანების გვერდით მხიარულად გაატარეთ.
მშვილდოსანი: დღეს დაგეგმეთ და განახორციელეთ მხოლოდ აუცილებელი საქმეები. აკონტროლეთ ემოციები, არ გირჩევთ ნეგატიურ გამონათქვამებს გარშემო მყოფების მიმართ.
თხის რქა: არაოფიციალური შეხვედრები უფრო მეტ შედეგს მოგიტანთ, ვიდრე ოფიციალური. იყავით მეგობრული კოლეგების მიმართ. ასე უფრო მეტ სასიკეთო საქმეს შეასრულებთ.
მერწყული: არ დაიტვირთოთ რთული ვალდებულებებით. მეტი დრო გაატარეთ საყვარელი ადამიანების გარემოცვაში; მოაგვარეთ საოჯახო ვალდებულებები.
თევზები: მოგინდებათ საკუთარი ცხოვრების გაუმჯობესება, ზოგიერთი შეიძლება საზღვარგარეთ გამგზავრებაზე დაფიქრდეთ ან საკუთარი შემოქმედების უცხოეთში გატანაზე.