შაბათი, ნოემბერი 23, 2024
ფრენები
მთავარისაზოგადოებაბექა ხოფერიას მეოთხე შვილი და კიდევ ერთი ახალი პარტნიორი - ნახეთ რა...

ბექა ხოფერიას მეოთხე შვილი და კიდევ ერთი ახალი პარტნიორი – ნახეთ რა ინფორმაცია ვრცელდება პირად ცხოვრებაზე და ბიზნესზე

amindi

დღეს უკვე ბიზ­ნეს­მე­ნი ბექა ხო­ფე­რია წლე­ბის წინ, სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ჯერ რო­გორც პო­ლი­ტი­კოს ხა­თუ­ნას ხო­ფე­რი­ას ვაჟი, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი რო­გორც მომ­ღე­რალ თიკა ჯამ­ბუ­რი­ას მე­უღ­ლე ისე გა­იც­ნო. თიკა და ბექა ჯერ კი­დევ სა­ერ­თო შვი­ლის, ნი­ნას და­ბა­დე­ბამ­დე და­შორ­დნენ ერ­თმა­ნეთს. ეს ამ­ბა­ვი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ყვი­თე­ლი პრე­სი­სა და გა­და­ცე­მე­ბის საყ­ვა­რე­ლი თემა იყო...

რამ­დე­ნი­მე წელ­ში ბექა ხო­ფე­რია მე­ო­რედ და­ქორ­წინ­და და მისი რჩე­უ­ლი ინა ოსი­პო­ვა გახ­და. ერ­თმა­ნე­თი მოს­კოვ­ში გა­იც­ნეს, მა­შინ ბექა ამ­ბობ­და, რომ იპო­ვა ის ადა­მი­ა­ნი, ვი­საც ეძებ­და. ინას და ბე­ქას ორი გო­გო­ნა შე­ე­ძი­ნათ, თუმ­ცა მე­დი­ა­ში ორი წლის წინ გაჩ­ნდა ინ­ფორ­მა­ცია, რომ ერ­თმა­ნეთს ისი­ნიც და­შორ­დნენ.

მა­შინ თიკა ჯამ­ბუ­რი­ას "ინ­სტაგ­რამ­ზე" გა­მომ­წე­რებ­მა კი­თხვე­ბი სწო­რედ ყო­ფი­ლი ქმრის გან­ქორ­წი­ნე­ბა­ზე და­უს­ვეს, რაც თი­კა­მაც და­ა­დას­ტუ­რა.

"არ მჯე­რა, რომ ამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნია და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ჩემი ყო­ფი­ლი ქმრის პი­რა­დი ცხოვ­რე­ბით. და­ი­კი­დეთ, ხალ­ხო. სა­მა­გი­ე­როდ, მე და ინა ვართ ერ­თად“, - და­წე­რა თი­კამ და ვი­დეო გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რო­მელ­შიც ჩან­და, რომ ბე­ქას მე­ო­რე მე­უღ­ლეს­თან არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ დროს ატა­რებ­და.

ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბექა ხო­ფე­რია ამ ცოტა ხნის წინ მე­ო­თხედ გახ­და მამა და სამი გო­გო­ნას შემ­დეგ ვაჟი - გი­ორ­გი ხო­ფე­რია შე­ე­ძი­ნა. ბე­ქას ახა­ლი რჩე­უ­ლი სოფო ქურ­დი­ა­ნია, რომ­ლის "ინ­სტაგ­რა­მის" პრო­ფილ­ზეც ბე­ქას­თან ერ­თად გა­და­ღე­ბუ­ლი მხო­ლოდ ორი ფოტო იძებ­ნე­ბა.

ბექა ხო­ფე­რია დღეს უკვე ცნო­ბი­ლი ბიზ­ნეს­მე­ნია. 2019 წელს სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნია "აპარტ დე­ვე­ლოპ­მენ­ტი“ და­ა­ფუძნა. რაც შე­ე­ხე­ბა სოფო ქურ­დი­ანს, ის კომ­პა­ნია Showroom Georgia-ს დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რია...

ახალ­გაზ­რდა ბიზ­ნეს­მე­ნი Forbes Georgia-ს ოქ­ტომ­ბრის თვის ნომ­რის ყდა­ზეც მოხ­ვდა, გა­მო­ცე­მის­თვის მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში კი ამ­ბობს, რომ მისი კომ­პა­ნი­ის ფი­ნან­სუ­რი მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი მე­სა­მე კა­ტე­გო­რი­ას გას­ცდა და იმე­დოვ­ნებს, რომ მო­მა­ვალ წელს, უკვე მე­ო­რე კა­ტე­გო­რი­ა­ში გა­და­ი­ნაც­ვლებს.

"ფი­ნან­სურ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას ად­რე­უ­ლი ასა­კი­დან ვცდი­ლობ­დი. ბევრ სფე­როს შე­ვე­ხე: ფლა­ე­რე­ბიც და­მი­რი­გე­ბია და ეს სულ არ მე­თა­კი­ლე­ბა. რად­გან ვთვლი, რომ სა­ნამ მა­ღალ სა­ფე­ხურ­ზე ახ­ვალ, სა­ჭი­როა ყვე­ლა­ფე­რი გა­მო­ცა­დო - გა­ჭირ­ვე­ბაც, სი­ცი­ვეც, ფი­ზი­კუ­რი შრო­მაც... ფული მხო­ლოდ შრო­მით იშო­ვე­ბა", - ამ­ბობს ბექა ხო­ფე­რია გა­მო­ცე­მას­თან..

ის პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე არ სა­უბ­რობს. მე­დი­ას­თან არა­სო­დეს და­უ­დას­ტუ­რე­ბია მე­ო­რე ცოლ­თან და­შო­რე­ბის ამ­ბა­ვი, უფრო მე­ტიც, ორი თვის წინ, ბე­ქას დე­დამ ხა­თუ­ნა ხო­ფე­რი­ამ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ოჯა­ხუ­რი ფოტო გა­მო­აქ­ვეყ­ნა და ინა ოსი­პო­ვას და­ბა­დე­ბის დღეს მი­უ­ლო­ცა.

"გი­ლო­ცავ და­ბა­დე­ბის დღეს! იხა­რე და იბედ­ნი­ე­რე! ულა­მა­ზე­სი გო­გო­ე­ბის ულა­მა­ზე­სი და ღირ­სე­უ­ლი დედა ხარ! მიყ­ვარ­ხარ და მად­ლო­ბა ყვე­ლაფ­რის­თვის“, – წერს ხა­თუ­ნა ხო­ფე­რია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

frenis kompensaciafrenis kompensacia
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!