მიიღე, ყოვლად-კეთილ-მოღვაწეო, ყოვლადწმიდაო დედოფალო ღვთისმშობელო, პატიოსანი ძღუენი ჩუენ უღირსთა მონათა შენთაგან, რომელნი წარდგომილნი წინაშე ყოვლადწმინდისა ხატისა შენისა, გალობითა ლმობიერითა გადიდებთ შენ, ვითარცა შემსმენელსა ჩუენსა, ისმინე ვედრებაიცა ჩუენი და სარწმუნოებით მლოცველთა თხოვაი ყოველი აღუსრულე, მწუხარეთა ტანჯვაი აღუმსუბუქე, უძლურთა სიმრთელეი მიჰმადლე, მოწყლულთა და განრღვეულთა კურნებაი მიანიჭე, შეპყრობილთაგან სულნი ბოროტნი განსდევნენ, ჩაგრულთა შეეწიე, ცოდვილთა შეუნდევ, კეთროვანნი განსწმინდენ, ყრმანი შეიწყალნენ, უნაყოფოთაგან უნაყოფობაი მათი დაჰხსენ, ეგრევე, დედუფალო, საპყრობილეთა და საკვრელთაგან განმათავისუფლენ, ყოველთა ვნებათა ჩუენთაგან აღმადგინენ, სნეულებანი თვალთანი განკურნრნ და მაცხოვნენ ჩუენ სიკუდილშემოსილისაგან წყლულებისა, რამეთუ ყოველივე შესაძლებელ არს მეოხებისა შენისათვის წინაშე ძისა შენისა, ქრისტესა ღვთისა ჩუენისასა: ჰოი, ჰოვლადსაგალობელო დედაო, ყოვლადწმიდაო ღვთისმშობელო, ნუ დააცადებ ლოცვასა შენსა ჩუენ უღირსთა მონათა შენთათვის, რომელნი გადიდებთ და პატივს გცემთ შენ და თაყუანის-ვცემთ ყოვლადწმიდასა ხატსა შენსა და სარწმუნოებაი გუაქუს უმეტესი და შეუორგულებელი შენდა მომართ მარადის ქალწულისა, უფროისად დიდებულისა და ყოვლადუხრწნელისა მომართ, მადიდებელთა, პატივისმცემელთა და მგალობელთა ამათ შენთა, უკუნითი უკუნისამდე, ამინ!
მთავარიახალი ამბებიიერუსალიმის ღვთისმშობლის ხატის დღესასწაული - ნახეთ ლოცვა, რომელიც ყველამ უნდა წაიკითხოს
იერუსალიმის ღვთისმშობლის ხატის დღესასწაული – ნახეთ ლოცვა, რომელიც ყველამ უნდა წაიკითხოს
144