ორშაბათი, დეკემბერი 9, 2024
ფრენები
მთავარიახალი ამბები90 წლის ქალი და 77 კაცი დაქორწინდნენ - მანამდე, ერთმანეთს 7 წელი...

90 წლის ქალი და 77 კაცი დაქორწინდნენ – მანამდე, ერთმანეთს 7 წელი ხვდებოდნენ

frenis kompensaciafrenis kompensacia

თურქეთში 90 წლის ქალმა და 77 წლის კაცმა იქორწინეს, რომლებმაც ერთმანეთი წლების წინ, საავადმყოფოში გაიცნეს. ამის შესახებ haberturk-ი წერს.

თურქული მედიის ცნობით, ქორწინების ინიციატორი 90 წლის ქალი იყო, სწორედ მან შესთავაზა ურთიერთობის ოფიციალურად გაფორმება 77 წლის შეყვარებულს, რომელიც 4 შვილის მამაა და წლებია, ქვრივია.

მათ ერთმანეთი 7 წლის წინ გაიცნეს, როცა ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემით ერთსა და იმავე კლინიკას მიმართეს. მაშინ ორივე გამოჯანმრთელდა, თუმცა ურთიერთობა კლინიკიდან გაწერის შემდეგაც გააგრძელეს და წლების განმავლობაში ხვდებოდნენ ერთმანეთს.

ქორწინების ოფიციალურ ცერემონიალზე მოწმეები იმ კლინიკის თანამშრომლები იყვნენ, სადაც წყვილმა ერთმანეთი გაიცნო.

amindi
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

ელექტრიკი გამოძახებით
დაკოპირება ისჯება კანონით!