დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ლიზ ტრასმა განაცხადა, რომ თანამდებობას ტოვებს. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.
„მე ვაღიარებ, რომ შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, მე ვერ განვახორციელებ იმ მანდატს, რომლითაც მე კონსერვატიულმა პარტიამ ამირჩია“, - აღნიშნა ლიზ ტრასმა.
აღსანიშნავია, რომ ლიზ ტრასი ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის ლიდერად და შესაბამისად, ბრიტანეთის პრემიერად 44 დღის წინ აირჩიეს.
ოპონენტები ლიზ ტრასს ეკონომიკური კრიზისის გამწვავებაში ადანაშაულებდნენ.