ხუთშაბათი, თებერვალი 9, 2023
ფრენები
მთავარიახალი ამბებიპირველი ოქროს მედლები - კახი ასანიძე ევროპის ჩემპიონია

პირველი ოქროს მედლები – კახი ასანიძე ევროპის ჩემპიონია

aviabiletebi ganvadebitaviabiletebi ganvadebit

პირველი ოქროს მედლები ალბანეთიდან – კახი ასანიძე – U23 ევროპის ჩემპიონია.  ასანიძემ ქართველ ძალოსანთა ყულაბა 2 ოქროს და 1 ვერცხლის მედლით შეავსო.

ალბანეთში მიმდინარე იუნიორ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე U23 ნაკრების მთავარი მწვრთნელის, გიორგი ასანიძის ხელმძღვანელობით ფიცარნაგზე 73 კგ. წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრების ორი წევრი – კახი ასანიძე და არჩილ მალაყმაძე ასპარეზობდნენ.

კახი ასანიძემ მთავარი მწვრთნელის, გიორგი ასანიძის ყველა მითითება შეასრულა, სამივე ცდა 141/144/146 კგ. წარმატებით გამოიყენა და ვერცხლის მედალს დაეუფლა. კახის სულ რაღაც 1 კილოგრამი დააკლდა ოქროს მედლამდე.

ასანიძემ აკვრაში შესანიშნავად იასპარეზა, 171/176 დაძლია და ოქროს მედალს დაეუფლა. ასევე უმაღლესი სინჯის მედალი მოიპოვა ორჭიდში მოგროვილი 322 კილოგრამითაც.

არჩილ მალაყმაძემ კი ატაცში თავი 135 კილოგრამს გაართვა , რის შემდეგაც ტრავმის გამო შეჯიბრიდან მოიხსნა. საბოლოოდ ძალოსანმა ევროპის ჩეპიონატი ატაცის მე-6 ადგილით დაასრულა.

Facebook კომენტარები
turebi iafadturebi iafad
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!

Wizz Air-ის ავიაბილეთები საიტზე დაბალ ფასად