სამშაბათი, აპრილი 23, 2024
ფრენები
მთავარიახალი ამბები„ეს სიცოცხლის და მხიარულების სიმბოლო, ორ წამში სიკვდილის და შიშის სიმბოლოდ იქცა...“...

„ეს სიცოცხლის და მხიარულების სიმბოლო, ორ წამში სიკვდილის და შიშის სიმბოლოდ იქცა…“ – მსახიობის ემოციური პოსტი

kompensacia frenebzekompensacia frenebze

მსახიობი მარიამ ცქიფურიშვილი ვაკის პარკის გუშინდელ ტრაგედიას პოსტით ეხმიანება. მსახიობი წერს, რომ შადრევნის, ამ სიკეთის სიმბოლოს მიმართ, ამიერიდან ადამიანებს შიში დაეუფლებათ.

შ ა დ რ ე ვ ა ნ ი.

შადრევანი სიცოცხლის სიმბოლოა.

ყოველთვის, როდესაც შადრევანთან ჩაივლის ადამიანი, სიხარული იპყობს მის გულს.

შადრევანი ხომ წყლის (სისუფთავის და სიცოცხლის) მოძრავი გამოხატულებაა.

მოცეკვავე, მხიარული წყალი, რომელსაც დიდხანს თუ უყურებ, თავის მხიარულ განწყობას გადმოგდებს კიდეც.

თითქოს გაცოცხლდება და ეს მჩქეფარე გამჭვირვალე მხიარულება, თავის თავს კიდევ მეტად გაგაცნობს და დაგანახებს.

შადრევანი ბავშვს ჰგავს, ამიტომაც უყვართ ბავშვებს შადრევანი.

მათსავით ლაღია, იოლი, სიცოცხლით და სიხარულით სავსე.

არაფერია იმაზე მხიარული დასანახი, როდესაც ბავშვები შადრევანში თამაშობენ, აქ თითქოს ორი სიხარული ერთად იკვრება და ერთმანეთს უცვლის სიცილს, სიცოცხლეს.

სწორედ ამ სიხარულის თამაშით ერთმანეთში გაცვლააა სიყვარულიც.

პარკს სწორედ შადრევანი და ბავშვები აცოცხლებენ.

უშადრევანო და უბავშვებო პარკი, პარკი არ არის.

შადრევანს უყვარს ბავშვები, ბავშვებს კი შადრევნები.

გუშინ შადრევანში ბავშვი მოკვდა, იმ სიცოცხლის და მხიარულების სიმბოლოში.

გუშინდლიდან ყველას შეეშინდება შადრევნის, ამ მხიარული მჩეფარე წყლის, რადგან ყველას გუშინდელი დღე გაახსენდება, როდესაც შადრევანმა სიხარული და სიცოცხლე დაჰკარგა.

ეს სიცოცხლის და მხიარულების სიმბოლო, ორ წამში სიკვდილის და შიშის სიმბოლოდ იქცა.

ხედავთ, რა იოლად უკარგავს ადამიანის უტვინო უპასუხისმგებლო და ფეხებზე მკიდია საქციელი სიკეთეს თავის ძალას?

როგორ ორ წამში შეიძლება ადამიანმა რაღაც კარგი, რაღაც მხიარული, რაღაც მარადიული სიცოცხლე, სევდად, ტკივილად და სიკვდილად, შიშად აქციოს?

შადრევანი დღეიდან ისეთ სიხარულს ვეღარ ატარებს, როგორც მანამდე, რადგან ყოველთვის გაგვახსენდება ის სევდა, ის ტკივილი რადაც იქცა ეს სიხარული.

შადრევანი და ბავშვები, ეს ორი ერთმანეთის მსგავსი მხიარული სიცოცხლე, შიშად და სევდად გადაქცეულან.

ვინ არის ამაში დამნაშავე, ვის დავაბრალოთ ეს, სამყაროს? ჩვენს თავს? ჟურნალისტებს? მშობლებს?

მასწავლებლებს? ბავშვებს? ბურთს?

თუ იქნებ თავად შადრევანს, რომელსაც ყოველთვის უყვარდა ბავშვები…

amerikis vizaamerikis viza
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!