ხუთშაბათი, აპრილი 18, 2024
ფრენები
მთავარიახალი ამბებიირაკლი ღარიბაშვილი ბულგარეთის ელჩს შეხვდა

ირაკლი ღარიბაშვილი ბულგარეთის ელჩს შეხვდა

kompensacia frenebzekompensacia frenebze

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ვესელინ ვალკანოვს შეხვდა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები განიხილეს. გამოითქვა არსებული პოტენციალის სრულად გამოყენებისთვის ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მზადყოფნა.

აღინიშნა, რომ ბულგარეთი საქართველოს სავაჭრო პარტნიორთა ათეულშია.

ვესელინ ვალკანოვმა ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი, ასევე საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ბულგარეთის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა.

საუბარი ასევე შეეხო უკრაინაში მიმდინარე ომს და რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ რთულ უსაფრთხოების ვითარებას.

ირაკლი ღარიბაშვილმა ვესელინ ვალკანოვს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

amerikis vizaamerikis viza
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!