როგორი იქნება სასჯელი ორსული ცოლის მკვლელობისთვის დაკავებული გოგა გზირიშვილისთვის - განაჩენი სავარაუდოდ დღეს გამოცხადდება.
დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს დაცვის მხარე და საბოლოო სიტყვის წარმოთქმის საშუალება მიეცემა ბრალდებულსაც.
ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი დანაშაულის ჩადენის მომენტში არაადეკვატური იყო და მომხდარს ვერ აცნობიერებდა.
შეგახსენებთ ორსული ქალი მოკლულია ცივი იარაღით, მას სხეულზე 30 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული.