82 წლის ამერიკელმა მამაკაცმა ლატარიის ბილეთი ფილმის ყურებისას გაგონილი ციფრებით შეავსო და ჯეკპოტი მოიგო. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს.
„ტელევიზორში ფილმს ვუყურებდი და უცბად ჩემი ყურადღება შემდეგმა რიცხვებმა (2103) მიიქცია. უცბად გადავწყვიტე ლატარიის ბილეთის შევსებისას სწორედ ეს ციფრები გამომეყენებინა. თვალებს არ ვუჯერებდი, როდესაც 50,000$ მოვიგე", - ამბობს ის.