პარასკევი, ნოემბერი 8, 2024
ფრენები
მთავარიახალი ამბები„როგორ გაიფლანგა ასობით მილიონი დოლარი შეუმჩნევლად ბიძინა ივანიშვილის აქტივებიდან?“ - სინგაპურის სასამართლოში...

„როგორ გაიფლანგა ასობით მილიონი დოლარი შეუმჩნევლად ბიძინა ივანიშვილის აქტივებიდან?“ – სინგაპურის სასამართლოში „კრედიტ სუისის“ მენეჯერი დაკითხეს

დიდი ბანკი „კრედიტ სუისი“ „საგადასახადო ოაზისებში“ არსებული დაფარული სატრასტო ბიზნესიდან გასვლის შესახებ განცხადებას აკეთებს. სინგაპურში მიმდინარე გახმაურებული პროცესმა მოულოდნელად უზრუნველყო ბიზნესში საეჭვო პრაქტიკების გამოვლენა. 

„კრედიტ სუისის“ შვილობილი კომპანიის წინააღმდეგ სინგაპურში მიმდინარე ზიანის ანაზღაურების პროცესში ახალი დეტალები გახდა ცნობილი. მოწმის სახით დაიკითხა ბანკის მენეჯერი რომელიც „დიდი ბანკის“ სატრასტო ბიზნესზე აზიის ქალაქ სახელმწიფოში (სინგაპური) იყო პასუხისმგებელი. აღნიშნული პირი გამოიკითხა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გაფლანგა „კრედიტ სუისის“ ყოფილმა ბანკირმა ასობით მილიონი დოლარი შეუმჩნევლად ბიძინა ივანიშვილის აქტივებიდან.

„ჩვენ ეს არ გადაგვიმოწმებია“ - განაცხადა მენეჯერმა 

როგორც სააგენტო „ბლუმბერგი“ სასამართლო სხდომის დარბაზიდან იტყობინება: მენეჯერს ჰქონდა ინფორმაცია სატრასტო აქტივებიდან მიღებული შემოსავლების შესახებ, თუმცა იქვე დააზუსტა, რომ ამის შესახებ ივანიშვილის პირდაპირი ნებართვა არ ჰქონდა. ჩვენ ეს არ გადაგვიმოწმებია, თქვა სატრასტო აქტივების ბიზნესის ყოფილმა ხელმძღვანელმა. ჩვენ ვივარაუდეთ, რომ ივანიშვილის მხოლოდ მის ბანკირთან კომუნიკაცია სურდა.

ამას გარდა 1500 სატრასტო აქტივიდან, რომლებიც მაშინ სინგაპურში იმართებოდა არ იყო უჩვეულო, რომ გადახდები კლიენტის ნებართვის გარეშეც ხორციელდებოდა. 

გადამოწმების ვალდებულების არ ქონა. 

„კრედიტსუისის“ შვილობოლი კომპანია პროცესში აპელირებდა, რომ მას როგორც მინდობილს არ ქონდა სატრასტო აქტივებიდან მიღებული დივიდენდების კონტროლის ვალდებულება. დაწყებისთანავე კომპანია სინგაპურის სასამართლოსგან ითხოვდა სარჩელის დაუშვებლას ცნობას, რადგან მათი აზრით, დავა არასწორი მოპასუხის მიმართ და არასწორი საფუძვლებით მიმდინარეობდა. „კრედიტსუისი“ ლესკადრონის საქმესი მუდმივად აპელირებდა, იმაზე, რომ ის იყო მარტოხელა მებრძოლი და ბანკის არც ერთი თანამშრომლის მხარდაჭერით არ სარგებლობდა. ფინანსური ინსტიტუტი კი თავს თავადაც დაზარალებულად მიიჩნევს.

ის რომ თანხები ყოველგვარი კონტროლის გარეშე სატრასტო აქტივებიდან მიედინებოდა, როგორც ეს ყოფილი მენეჯერის ჩვენებიდან გამომდინარეობს, კარგს არაფერს ამბობს ფინანსურ ინსტიტუტზე. ამასთან დაკავშირებით „დიდმა ბანკმა“ რამდენი დღის წინ განაცხადა, „საგადასახდო სამოთხეებში“ განთავსებული სატრასტო ბიზნესიდან გასვლის შესახებ. აქტივების შემსყიდველები არიან ბერმუდაზე მოქმედი ბანკი  N.T. Butterfield & Son  და ლიხტენშენური კომპანია „Gasser Partner Trust“.

დამალული ბიზნესი 

რა ფასად იყიდება ბიზნესი და რა ოდენობის აქტივებია იქ თავმოყრილი არ არის ცნობილი. მოსმენის შემდეგ, ცხადი გახდა, რომ „კრედიტსუისის“ სატრასტო ბიზნესის საუკეთესო პერიოდი უკვე ჩავლილია. ფინანსური კრიზისის შემდეგ „კრედიტ სუსის“ შვილობილი კომპანია, მასში ინტეგრირებული კერძო ბანკის Clariden Leu წარმოადგენდა კონცერნის ყველაზე იდუმალ ნაწილს. 

სინგაპურის სასამართლოს გადაწყვეტილება 2023 წლის პირველ კვარტალში გახდება ცნობილი. თუმცა კრედისუისის შვილობილი კომპანიისთვის და თავად კონცერნისთვის ფასი უკვე გაიზარდა. როგორც Finews.ch გახდა ცნობილი, ივანიშვილი თავის ზარალს 1.27 მილიარდ დოლარად აფასებს.

frenis kompensaciafrenis kompensacia
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!