ორშაბათი, დეკემბერი 23, 2024
ფრენები
მთავარიახალი ამბებიამ სკოლაში გლოვაა ზეიმის ნაცვლად - ტრაგედია, რომელმაც სამეგრელო შეძრა

ამ სკოლაში გლოვაა ზეიმის ნაცვლად – ტრაგედია, რომელმაც სამეგრელო შეძრა

frenis kompensaciafrenis kompensacia

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ საჩინოს სკოლის დირექტორი ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა.

52 წლის ეკა ფიფიას ავტომობილი საკუთარი ეზოდან გამოჰყავდა, რა დროსაც, დაღმართზე დაუგორდა და ხევში ჩავარდა.

ქალმა თავის არეში ძლიერი დაზიანებები მიიღო და ადგილზე გარდაიცვალა.

„მწუხარებას გამოვთქვამ, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის, სოფელ საჩინოს (ნაგურუს) N 2 საჯარო სკოლის დირექტორის: ეკა ფიფიას მოულოდნელად გარდაცვალების გამო!
დააკლდა სკოლას! დააკლდა რაიონს! ღმერთმა დალოცოს მისი უკვდავი სული!
„სიკვდილის გზა არრა არის ვარდისფერ გზის გარდა!"“, წერს გიორგი ფიფია.

,,ეს რა გაგვიკეთე ეკა? რატომ გაგვიხეთქე გული? რატომ? რატომ? რატომ? არავინ არ შეგეცოდა, დავიჯერო? თუ ეს ბედისწერა იყო? როგორ დაგვაკლდები ყველას... როგორ მოგვენატრები გოგო... ყველას გვარიგებდი, ყველა პატივს სცემდა შენს ნათქვამს, ბიძაშვილ-მამიდაშვილი, როგორც ყველაზე უფროსი... აწი, როგორ ეკა... მიჭირს შენზე ლაპარაკი დაო... ნათელში იყავი... შეხვედრამდე ჩემო უფროსო დაო".

„ეკაა, ჩემო სტუდენტობის მეგობარო, ჩემო ენერგიულო და მხიარულო, სადაა შენი სიტყვები "ჩამოგიქროლებთოოო?!" გული გაგლიჯე ეკაა, არაა, რაა...  საშინელებააა.", - წერენ ახლობლები სოციალურ ქსელში.

amindi
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

ელექტრიკი გამოძახებით
დაკოპირება ისჯება კანონით!