უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კიევში, ავტოავარიაში მოყვა.
პრეზიდენტის პრესსპიკერი სერგი ნიკიფოროვი აცხადებს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის სერიოზული დაზიანებები არ მიუღია.
„კიევში მსუბუქი ავტომობილი პრეზიდენტის მანქანას და მის ესკორტს შეეჯახა. პრეზიდენტი გასინჯეს ექიმებმა და სერიოზული დაზიანებები არ აღენიშნება. ავტოსაგზაო შემთხვევის ყველა გარემოებას სამართალდამცველები იკვლევენ", - ამბობს ნიკიფოროვი.