ორშაბათი, დეკემბერი 9, 2024
ფრენები
მთავარიახალი ამბებისანქციებით დამუქრება სჭირდებათ შანტაჟისთვის, შანტაჟს იყენებ იმისთვის, რომ რაღაცას მიაღწიო და ეს...

სანქციებით დამუქრება სჭირდებათ შანტაჟისთვის, შანტაჟს იყენებ იმისთვის, რომ რაღაცას მიაღწიო და ეს რაღაც არის მეორე ფრონტი – კობახიძე

frenis kompensaciafrenis kompensacia

სანქციებით დამუქრება სჭირდებათ შანტაჟისთვის, შანტაჟს იყენებ იმისთვის, რომ რაღაცას მიაღწიო და ეს რაღაც არის მეორე ფრონტი. როგორც კი სანქციებს დააწესებ, ეს იარაღი უკვე გასროლილია, არაფერში აღარ გადგება. მათ ჭირდებათ მუქარა, შანტაჟი და არა სანქციის დაწესება. სანქციის დაწესების შემდეგ უკვე არანაირი მექანიზმი აღარ რჩებათ ხელში - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „ღამის კურიერში“ განაცხადა. 

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ამაში მათ შორის უკრაინელები არიან ჩართული. 

„მათ შორის უკრაინელები არიან ჩართული, მაგრამ გახსოვთ, გამოვიდა ვიოლა ფონ კრამონი, რომელმაც გაიხსენა ევროპარლამენტის რეზოლუცია, რომელშიც ნახსენებია სანქციები სახელებით და გვარებით და მან უმძიმესი ბრალი წაუყენა ამერიკელებს. ოთხეულზეა საუბარი, რატომ უყენებენ ბრალს ამერიკელებს, ვიოლა ფონ კრამონი გამოვიდა და უმძიმესი ბრალი დასდო ამერიკელებს. მან თქვა, (ერთი რომ სუვერენიტეტს ეხება ეს საქმე), რომ ამერიკელ პარტნიორებთან ერთად შევიმუშავეთ ეს რეზოლუციაო და კონკრეტულად ის ნაწილი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის სანქცირებას ეხებოდაო. ჩვენ როცა გვესმის ასეთი ბრალდება ამერიკელების მიმართ ვიოლა ფონ კრამონის მხრიდან, ბუნებრივია, ეს ისეთი თემაა, რაზეც დახურულ კარს მიღმა აუცილებლად უნდა ისაუბრო. 

აქ არის ელჩი, რომელიც არის ოფიციალური წარმომადგენელი. მან დაახლოებით ორი თვის წინ ისაუბრა ბატონ ბიძინა ივანიშვილზე და შეაფასა მისი წვლილი ჩვენი სახელმწიფოს განვითარებაში, ამ ქვეყნის წინაშე, მას ფილანტროპი უწოდა, დადებითი შეფასება ჰქონდა. ომის დაწყების შემდეგ იყო ეს ყველაფერი, არ მგონია რამე მეშლებოდეს. ამის შემდეგ, როცა გამოდის ვიოლა ფონ კრამონი და ამერიკას სხვა რამეს აბრალებს, ეს რა თქმა უნდა პირდაპირი ბრალდებაა. 

რაც შეეხება სანქციების თემას, როდესაც ფიქსირდება ნული კავშირი რუსეთთან და რუსებთან, ერთადერთი იყო ევტუშენკოვის ზარი, ყბადაღებული თემა და მერე გაირკვა, რომ ევტუშენკოვი თავად არის ბაიდენის ოჯახთან დაკავშირებული პირი, პირდაპირ ბიზნესპარტნიორია ბაიდენის ოჯახის და ამის გამო ამერიკული სანქციების სიაში საერთოდ არ არის შეყვანილი და ეს ბუნებრივია, ცალკე ეჭვებს ბადებს, მაგრამ როცა ნულოვანი კავშირი ფიქსირდება, აქ რანაირად შეიძლება იყოს სერიოზული საუბარი სანქციებზე“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

amindi
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

ელექტრიკი გამოძახებით
დაკოპირება ისჯება კანონით!