შაბათი, დეკემბერი 21, 2024
ფრენები
მთავარიახალი ამბები,,გული გაგლიჯე ეკა, საშინელებააა..." - ავარიით დაღუპულ სკოლის დირექტორს ემოციური პოსტებით ემშვიდობებიან

,,გული გაგლიჯე ეკა, საშინელებააა…” – ავარიით დაღუპულ სკოლის დირექტორს ემოციური პოსტებით ემშვიდობებიან

frenis kompensaciafrenis kompensacia

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ საჩინოს სკოლის დირექტორი ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა.

52 წლის ეკა ფიფიას ავტომობილი საკუთარი ეზოდან გამოჰყავდა, რა დროსაც, დაღმართზე დაუგორდა და ხევში ჩავარდა.

ქალმა თავის არეში ძლიერი დაზიანებები მიიღო და ადგილზე გარდაიცვალა.

,,ეს რა გაგვიკეთე ეკა? რატომ გაგვიხეთქე გული? რატომ? რატომ? რატომ? არავინ არ შეგეცოდა დავიჯერო? თუ ეს ბედისწერა იყო? როგორ დაგვაკლდები ყველას... როგორ მოგვენატრები გოგო... ყველას გვარიგებდი, ყველა პატივს სცემდა შენს ნათქვამს, ბიძაშვილ-მამიდაშვილი, როგორც ყველაზე უფროსი... აწი, როგორ ეკა... მიჭირს შენზე ლაპარაკი დაო... ნათელში იყავი... შეხვედრამდე ჩემო უფროსო დაო".

,,ეკაა, ჩემო სტუდენტობის მეგობარო, ჩემო ენერგიულო და მხიარულო, სადაა შენი სიტყვები "ჩამოგიქროლებთოოო?!" გული გაგლიჯე ეკაა, არაა, რაა...  საშინელებააა.", - წერენ ახლობლები სოციალურ ქსელში.

შემთხვევის ადგილას კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები იმყოფებიან.

amindi
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

ელექტრიკი გამოძახებით
დაკოპირება ისჯება კანონით!