სექტემბრის ენერგიების გამოყენება რომ სწორად და ეფექტურად მოხდეს, ჩვენ წარსულზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება, რომ მომავალი სწორად დავგეგმოთ, – ამის შესახებ ანზორ ოდიშარია „დილა მშვიდობისა საქართველოს“ ეთერში აცხადებს.
ეზოთერიკოსი ოქროს ფორმულას გვასწავლის, თუ როგორ ვიყოთ მუდამ წარმატებულები და იღბლიანები, როგორც საქმეში, ასევე ცხოვრებაში.
,,საინტერესო ფორმულა, საიდუმლო ჩვენი მაყურებლისთვის – იმისთვის, რომ ჩვენი მიზანი გვახსოვდეს, ჩვენი შვილები იყვნენ დაცულები, წარმატებულები, ჩვენმა წინაპრებმა იცოდნენ ასეთი საოცარი რიტუალური მოქმედება – პერანგზე ბოლო ღილს აიღებდნენ, თავიდან დააკერებდნენ და ჩაიფიქრებდნენ იმ მიზანს, სურვილს, რომელიც მათ ჰქონდათ. ეს ძალიან ძლიერად მოქმედებს. ეს არის ის საიდუმლო ცოდნა, რომელიც ჩვენს წინაპრებს ჰქონდათ”.