გზების დეპარტამენტი მძღოლებს გზებზე არსებული აკრძალვების შესახებ აფრთხილებს.
უწყების ცნობით, კალა-უშგულის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია.
,,შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ182-კმ184 (კალა-უშგული) მონაკვეთზე გაძლიერებული ქვისცვენის გამო, შესაბამისი ღონისძიებების გატარებამდე 14 სექტემბრის 20:00 საათიდან 15 სექტემბრის 08:00 საათამდე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა", - აცხადებენ გზების დეპარტამენტში.