ოთხშაბათი, ივნისი 7, 2023
ფრენები
მთავარიახალი ამბები„მიწის ნაკვეთები, სასტუმროები, ავტომანქანები“ - სოსო გოგაშვილის დაყადაღებული ქონება 15 მილიონ ლარს...

„მიწის ნაკვეთები, სასტუმროები, ავტომანქანები“ – სოსო გოგაშვილის დაყადაღებული ქონება 15 მილიონ ლარს აღემატება

wizz airis aviabiletebiwizz airis aviabiletebi

ტელეკომპანია „იმედის“ ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის სოსო გოგაშვილის დაყადაღებული ქონება 15 მილიონ ლარს აღემატება. 

ამ ქონების ჩამონათვალშია ძვირად ღირებული სახლები, მიწის ნაკვეთები, სასტუმროები, ავტომანქანები და სხვადასხვა ქონება. მათ შორის დაყადაღებულია რამდენიმე საცხოვრებელი სახლი თბილისში, სასტუმრო „ხირსა“ ქალაქ სიღნაღში, მიწის ნაკვეთები თბილისში, ბაკურიანში, მცხეთასა და ბორჯომში.

ცნობილი ხდება, ისიც რომ გოგაშვილის საკუთრებაში იყო 15-ზე მეტი ძვირად ღირებული ავტომანქანა.

18 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, არსენ კალატოზიშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილეს, სოსო გოგაშვილს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა.

kompensacia frenebzekompensacia frenebze
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!

aviabiletebi avia.ge