საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის ახლადდანიშნულ ელჩს, პაველ ჰერჩინსკის შეხვდა.
შალვა პაპუაშვილმა პაველ ჰერჩინსკის საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელად დანიშვნა მიულოცა და მის საპასუხისმგებლო საქმიანობაში წარმატება უსურვა.
პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ევროპული პერსპექტივის მინიჭების შემდეგ, საქართველო-ევროკავშირის ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგი განსაკუთრებით ინტენსიურია. შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის მიერ ევროპული საბჭოს 12 რეკომენდაციის განხორციელების პროცესზე დეტალურად ისაუბრა.
ევროკავშირის ელჩმა საქართველოს ევროინტეგრაციის, მათ შორის, მოსახლეობისთვის ხელშესახები შედეგების მომტანი პროექტების განხორციელების გზით აქტიური თანამშრომლობისთვის მზადყოფნა დაადასტურა.