„ძალიან მიჭირს ბათუმში ყოფნა, ბავშვს უნდა იქაურობა… გამეპარებოდა და ნანგრევებში ტიროდა“ – ბათუმის ტრაგედიის დროს დაზარალებული

0
86

გუდაურის საბედისწერო ტრაგედიის დროს დაღუპული მაშველი კახა ტორჩინავა, ერთ-ერთი იყო იმ მაშველებს შორის, რომელიც 2021 წლის 8 ოქტომბერს ბათუმში მომხდარი უბედური შემთხვევის დროს ნანგრევებიდან გადარჩენილების ამოყვანას ცდილობდა. 

გია შომახიამ ბათუმში მომხდარი უბედური შემთხვევის დროს მეუღლე და 12 წლის შვილი დაკარგა. 

შომახიამ „ღამის პრაიმთაიმის“ ეთერში მაშველებს გმირობისთვის და თავდადებისთვის მადლობა გადაუხადა.

„ეს დაშლილი სახლი, რომ დავინახე მე მახსოვრობა დავკარგე. მახსოვრობა მომივიდა აი იცით როდის? რომ ტიროდნენ ბიჭები, მაშველები. მე მადლობა მინდა ბიჭებს ვუთხრა, აქ ყველანი გმირები არიან. დიდი მადლობა ყველას. დედებო შემოგევლეთ, ღმერთმა გიცხონოთ, თქვენი ოჯახის წინაშე ვალდებული ვარ, რომ აქ მოვსულიყავი..

მე ძალიან მიჭირს (ბათუმში ყოფნა) ბავშვს უნდა იქაურობა, გამეპარებოდა და იქ ნანგრევებში ტიროდა, იქ უნდა ბავშვს, სხვაგან არ უნდა. მემგონი მართალიც არის, მოგონებებს ვერ წავშლიო და შეიძლება სწორიც არის..

ერთი ადამიანის გადარჩენა ამ პატარა ქვეყნისთვის, წარმოიდგინეთ რამხელა რაღაცას ნიშნავს და ასეთი კაცი, რომ დაიღუპება ერის ტრაგედიაა, საშინელებაა, მე ამ ხალხს ყველას გმირებად ვუყურებ, გმირები ხართ ხალხო, გაიხარეთ...“, - ამბობს გია შომახია.