კვირა, დეკემბერი 8, 2024
ფრენები
მთავარიახალი ამბებიმედიის ცნობით, აზერბაიჯანი-სომხეთის საზღვარზე მომხდარ შეტაკებებს ორივე მხრიდან 100-მდე ჯარისკაცი ემსხვერპლა

მედიის ცნობით, აზერბაიჯანი-სომხეთის საზღვარზე მომხდარ შეტაკებებს ორივე მხრიდან 100-მდე ჯარისკაცი ემსხვერპლა

frenis kompensaciafrenis kompensacia

 BBC-ის ინფორმაციით, აზერბაიჯანი-სომხეთის საზღვარზე მომხდარ შეტაკებებს ორივე მხრიდან 100-მდე ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. 

სომხეთმა განაცხადა, რომ მისი სულ მცირე 49 ჯარისკაცი დაიღუპა, აზერბაიჯანის ინფორმაციით კი, მისი დანაკარგი 50 ჯარისკაცს შეადგენს.

სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებენ. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო იუწყება, რომ სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა საარტილერიო ცეცხლი გაუხსნეს საზღვართან მდებარე აზერბაიჯანული არმიის პოზიციებს.

სამინისტროში აღნიშნეს, რომ 13 სექტემბერს სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა საზღვრის მახლობლად მდებარე პოზიციებიდან არტილერიის გამოყენებით ცეცხლი გაუხსნეს აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს, რომლებიც ლაჩინის რაიონში ახმედლის მიმართულებით მდებარეობს.

უწყების ცნობით, აზერბაიჯანულმა ქვედანაყოფებმა საპასუხო ზომები მიიღეს. სასაზღვრო ზოლში არსებულ ვითარებაზე ინფორმაციას ავრცელებს სომხური მხარეც. სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საზღვარზე ვითარება კვლავ დაძაბულია. უწყების ცნობით სიტუაციის სტაბილიზაციაზე საუბარი ჯერ ნაადრევია,

amindi
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

ელექტრიკი გამოძახებით
დაკოპირება ისჯება კანონით!