სამშაბათი, აპრილი 23, 2024
ფრენები
მთავარიახალი ამბებიExclusive:„ვინ პროვოკატორობდა ლონდონის საკათედრო ტაძართან მაშინ, როდესაც გაერთიანებული სამეფო მონარქს გლოვობს...“ -...

Exclusive:„ვინ პროვოკატორობდა ლონდონის საკათედრო ტაძართან მაშინ, როდესაც გაერთიანებული სამეფო მონარქს გლოვობს…“ – მეუფე ზენონის ოფიციალური განცხადება

kompensacia frenebzekompensacia frenebze

ლონდონის ტაძრის მრევლის ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ, დმანისისა და აგარაკ-ტაშირის, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მთავარეპისკოპოსმა, მეუფე ზენონმა გააუქმა საკვირაო სკოლა „ლაზარე“.

კვირის დღეებში ეკლესია დაკეტა – კვირას, წირვის შემდეგ, ლაივ მონოლოგში მამა დოროთეს შეუჩერა მღვდელმსახურება!

ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით, „პრაიმტაიმი“ ლონდონის პირველი ქართული სკოლის დირექტორს, ლიანა ჯიქია-გოგრიჭიანს, ექსკლუზიურად ესაუბრა:

გუშინ, მეუფე ზენონ იარაჯულმა ოფიციალური განცხადება გააკეთა. ის თხოვნით მიმართავდა დიდი ბრიტანეთის ქართული სათვისტომოს თავმჯდომარეს, ქ-ნ ირა სარაჯიშვილს და პირადად მე.

მეუფეს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ და ჩემი თხოვნაა, ამ ფაქტებზე დაყრდნობით, დღევანდელი მდგომარეობა გააანალიზოთ:

„ჯერ კიდევ ორი თვის წინ, არქიმანდრიტ დოროთეს (ბარბაქაძე), ჩემს მიერ დაევალა, აეღო პასუხისმგებლობა, ლონდონის ქართულ სამრევლოსთან არსებული „საკვირაო სკოლის“ ნორმალურ ფუნქციონირებაზე და ეზრუნა შესაბამისი გარემოს შექმნაზე. სამწუხაროდ, არქიმანდრიტმა დოროთემ დაკისრებულ პასუხისმგებლობას თავი აარიდა.

ამასთანავე, „საკვირაო სკოლის“ სახელით მოსაუბრე „პედაგოგის“ სტატუსის მქონე პირებმა არ  გადადგეს რაიმე ნაბიჯი, სკოლისთვის ხელსაყრელ პირობების შექმნისა და სავალდებულო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანისთვის.

ჩემ მიერ შეთავაზებული, აუცილებელი ღონისძიებების საპირისპიროდ, წამოიწყეს დეზინფორმაციული, ორგანიზებული კამპანია, თითქოს მღვდელმთავარი სკოლის ფუნქციონირების წინააღმდეგი იყოს.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, თავად ვიღებ პასუხისმგებლობას, ლონდონის „მწყემსი კეთილის“ საკათედრო ტაძართან არსებული სამრევლოს ეგიდით საკვირაო სკოლის დაფუძნების შესახებ.

მივმართავ სამრევლოს საბჭოს, რათა უახლოეს ვადებში მოამზადოს ყველა პირობა, საკვირაო სკოლის ფუნქციონირებისთვის.

თხოვნით მივმართავ დიდი ბრიტანეთის ქართული სათვისტომოს თავმჯდომარეს, ქალბატონ ირა სარაჯიშვილს, ასევე დიდ ბრიტანეთში პირველი ქართული სკოლა „ლონდონის“ დირექტორს, ღრმად პატივცემულ და დიდ ბრიტანეთში აღიარებულ დამსახურებულ პედაგოგს, ქალბატონ ლიანა ჯიქია-გოგრიჭიანს, მხარი დაუჭირონ სამრევლოს საბჭოს და აღმოუჩინონ ყველა შესაძლო დახმარება, სამრევლოსთან არსებული საკვირაო სკოლის ფუნქციონირებისთვის.

რაც შეეხება ჩემი დისკრედიტაციისა და ღირსების წინააღმდეგ წარმოებულ აღვირახსნილ კამპანიას, რომელიც ბოლო ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობს, ჩემი დისკრიდიტაციითა და შეურაცხყოფით „გაბედნიერებულმა“ ადამიანებმა მიმართონ საქართველოს სახელმწიფოს უსაფრთხოების სამსახურს.

ვიმედოვნებ, რომ მათგან მიიღებენ პასუხს. ნახევარ წელზე მეტია, ჩემ მიერ საჩივარია შეტანილი საქართველოს პროკურატურაში და ვითხოვ გამოძიებას, ჩემთან და საქართველოს ეკლესიის წარმომადგენლებთან დაკავშირებით განხორციელებული, უკიდეგანო ვანდალიზმის გამოძიების შესახებ, რომელიც უკავშირდება ე.წ. „სუსის ფაილებსა“ და „კრებსებს“.

ასევე, საჩივარი ჩემ მიერ შეტანილია, ორი კონკრეტული პირის წინააღმდეგ მოვითხოვ, აღიძრას სისხლის სამართლის საქმე!

ამ დრომდე, საქართველოს პროკურატურიდან არ მოჰყოლია ქმედითი ნაბიჯი, ჩემი სარჩელის დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით. მე, ამ დრომდე ვარ საქართველოს სახელმწიფოს მოქალაქე.

რაც შეეხება, არქიმანდრიტ დორეთეს (ბარბაქაძე), დეკანოზ დავითს (ლორენგანს) და მღვდელ ნიკოლოზს (მაისურაძე) და ჩემ მიერ განხორციელებულ საეკლესიო სანქციებს მათ წინააღმდეგ, მაქვს დასაბუთებული ბრალეულობა.

აუცილებელი ხაზგასმის ღირსია, რომ დეკანოზ დავით ლორენგანს აღუდგა მღვდელმოქმედების უფლება მას შემდეგ, რაც მომმართა დანაშაულის გაცნობიერებითა და შენდობის წერილობითი თხოვნით.

თუ საქართველოს საპატრიარქო დაინტერესდება არქიმანდრიტი დოროთეს (ბარბაქაძე) და მღვდელი ნიკოლოზის (მაისურაძე) ბრალეულობის შინაარსით, მზად ვარ, წარვუდგინო გუშინდელ გამართულ აქციასთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე მათ ქმედებასთან დაკავშირებით ადგილს ვუთმობ, თავად მრევლის იმ წარმომადგენელებს, რომლებიც წმინდა ლიტურგიას ესწრებოდნენ.

მათ შეუძლიათ გააკეთონ განაცხადი იმის შესახებ, თუ ვინ დაგეგმა და ვინ მართავდა პროვოკაციას ლონდონის საკათედრო ტაძართან მაშინ, როდესაც გაერთიანებული სამეფო გლოვობს მონარქის გარდაცვალებას“, – აცხადებს მეუფე ზენონი.

ქ-ნო ლიანა, თქვენი მიმართვაც გავრცელდა, სადაც ქართველ ერს მიმართავთ…

 11 სექტემბერს, კვირას მივედი ლონდონის საკათედრო ტაძარში ვიყავი ოჯახთან ერთად და საოცარ რამეს შევესწარი –  ქართველები ეკლესიის კართან დგანან და ქართულ ეკლესიაში კი არ შედიან სახეღიმარი, არამედ, არც კი უხარიათ მისი ქმედება, ვინც იქ შედის…

სწორედ ამის შემდეგ, სოციალურ ქსელში პოსტი გამოვაქვეყნე, სადაც მივმართავ გაერთიანებული სამეფოსა და ჩრდილო ირლანდიის საზოგადოებას, ქართველ მართლმადიდებელ მრევლს და ვთხოვ გაითვალისწინონ შემდეგი გარემოებები:

მოგმართავთ თქვენ, ვისაც მოჩვენებით კი არა, მართლა ადარდებს ქართული ეკლესიის მომავალი, ვისთვისაც სულერთი არ არის ჩვენი ერთად დგომა და მართლმადიდებლური რწმენა:

უმორჩილესად გთხოვთ,

1. ნუ ჩავერევით ეკლესიის იურისპრუდენციაში, სადაც უმკაცრესი იერარქიული დაექვემდებარება (და სადაც დიაკონი არ არის ის დონე, რომელსაც შეუძლია მეუფისთვის დაკისრებული მოვალეობის შესრულების ხარისხის შეფასება ან უგულებელყოფა);

2. ეკლესიაში არსებული პრობლემები უნდა გადაწყდეს უფროს-უმცროსობის, უფლება-მოვალეობის გათვალისწინებით და შიგნით და არა ქუჩაში დგომითა და პიკეტებით;

3. ნუ ჩაერევით ორმხრივი საქმის გარჩევაში, როდესაც ვერ ფლობთ ამომწურავ ინფორმაციას არსებულ ქმედებებზე;

4. ნუ გარიყავთ ადამიანს იმის გამო, რომ ის თქვენს აზრს არ იზიარებს არსებულ სიტუაციაში.

5. უფალი უახლოეს დროში გამოაჩენს თეთრს და შავს და ეცადეთ თქვენ არ შეგრცხვეთ თქვენი ნაადრევი გადაწყვეტილებისა;

მე, ორივე მხარეს ვცემ პატივს და როგორც მეუფეს, ასევე მამა დოროთეს თხოვნასაც ვითვალისწინებ, ორივესგან მაქვს მოსმენილი, რომ „უნდა ვემსახუროთ უფალს და სიმართლეს,” რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა ვილოცოთ და არა ვიქადაგოთ, მეუფეს და მამას წინააღმდეგ.

მივცეთ მათ ურთიერთმოსმენისა და განსჯის დრო, რათა შეჯერდნენ ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებაზე.

ხოლო, რომელია ერთადერთი და სწორი გადაწყვეტილება, ეს ჩვენთვის დღესდღეობით მიუწვდომელი და უცნობია.

ამაში რომ გავერკვეთ ამისთვის საჭიროა მთელი რიგი თეოლოგიურ აქსიომებს და კანონებში გარკვევა, რაც ჩვეულებრივ სწრაფად არ ხდება;

6. პირადად მე მიმაჩნია, რომ საჭიროა სიმშვიდე, ერთად დგომა ლოცვა და ლოდინი;

7. მე მწამს, მეუფე და მამა დოროთეს თუ მივცეთ საკმაოდ დროს და ჩვენ არ ჩავერთვებით ამ პროცესში, ისინი უჩვენოდ ბევრ რამეში შეთანხმდებიან.

ხომ გაგიათ „ურემი რომ გადაბრუნდება გზა მერე გამოჩნდებაო,” მწარე გაკვეთილიდან გამომდინარე, ისინიც უფრო გეგმაზომიერად მიუდგებიან მოთხოვნებს და დღევანდელი გადასახედიდან, სხვა გადაწყვეტილებას მიიღებენ.

8. მეუფეს მოვალეობისა და უფლებების ზღვარი დიდია.

ჩვენი უდროო და უტაქტო ჩარევით, ჩვენ მამა დოროთეს კი არ დავეხმარებით, პირიქით, მეუფეს შეუძლია უფრო მკაცრი სანქციების დადება, რაც ნამდვილად გადაუჭრის გზას სამომავლოდ მამა დოროთეს.

გთხოვთ, ნუ მივაყენებთ უფრო დიდ ზარალს, ვიდრე დღესდღეობითაა გათვალისწინებულია მამა დოროთესთვის.

მამა დოროთეს თავად შეუძლია გადაწყვეტილების მიღება, მას არ სჭირდება ჩვენი „გამოსვლები, ლოზუნგები, პიკეტები…”

9. პიკეტებთან დაკავშირებით,

ხალხნო ეკლესია პარლამენტის შენობა კი არ არის, იქ სალოცავად მივდივართ.

თქვენ თუ სწორად მიგაჩნიათ ეკლესიის კარის ჩაკეტვა, რათა პიკეტის მონაწილეთა რაოდენობა, სჭარბობდეს, ეკლესიაში მყოფი მრევლის რაოდენობას – ეს მკრეხელობა და უფლის შეურაცხყოფაა.

თუ კი თქვენ თავს მორწმუნედ მიიჩნევთ, ეკლესიაში ჩურჩულით უნდა საუბრობდეთ მეუფის ან ეკლესიის მსახურის ნებართვით და არა პირიქით.

სად გაგონილა ეკლესიაში წირვა მიდიოდა და ქრისტიანი მართლმადიდებელი ზურგშექცევით იდგეს ეკლესიის შესასვლელ კართან და ლოზუნგებით გამოდიოდეს, „გვიშველეთ, ეკლესიაში არ გვიშვებენო!”…

შეგახსენებთ, რომ ლონდონის ტაძრის მრევლის განცხადებით, მომდევნო შეხვედრა 18 სექტემბერს, ტაძრის ეზოში დილის 10 საათზე დაიგეგმა. 

amerikis vizaamerikis viza
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!