პარასკევი, აპრილი 19, 2024
ფრენები
მთავარიახალი ამბებიჩამოთვლილ რაიონებში წყალი 15 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

ჩამოთვლილ რაიონებში წყალი 15 საათით შეწყდება – გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

kompensacia frenebzekompensacia frenebze

ნაძალადევის რაიონში, ანაპის 414-ე დივიზიის ქუჩაზე „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წყალსადენის მაგისტრალური მილი ავარიულად დაზიანდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, კომპანიის ტექნიკური ჯგუფი ადგილზეა მობილიზებული და დაზიანების აღსადგენად მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.

„გადაუდებელი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში ჩატარდება და მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება. შეიცვლება მილის დაზიანებული მონაკვეთი და ჩატარდება ქსელის რეცხვითი სამუშაოები. რის შემდეგაც წყალმომარაგება 14 სექტემბერს, დილის 09:00 საათიდან აღდგება.

აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს, 13 სექტემბერს, 18:00 საათიდან 14 სექტემბრის დილის 09:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ნაძალადევის რაიონში – თორნიკე ერისთავის და დიდუბის ქუჩებს.

კრწანისის რაიონში – ათონელის, ორბელიანის, მტკვრის, საქანელას, სანაპიროს, გორგასლის N83- 115, ,N30-50, კრწანისის, ორთაჭალის N60-134, N75-89, კოტე აფხაზის, ბამბის რიგის, რკინის რიგის, შარდენის, სიონის, ერეკლე მე-2-ს, ვერცხლის, დიუმას და მიმდებარე ქუჩებს.

დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში – წერეთლის გამზირის ნაწილს, აბასთუმნის, მეტრეველის, ბათუმის, ყიფიანის, აგლაძის, ხოშარაულის, ევდოშვილის, კედიას, თევდორე მღვდლის, სოხუმის, ბაგრატიონის, ფოთის, მირცხულავას და მიმდებარე ქუჩებს.

აღმაშენებლის გამზირის, წინამძღვრიშვილის, ჯავახიშვილის, კონსტიტუციის, პასტერის, უზნაძის, კახიძის, უშანგი ჩხეიძის, ზურაბ ჭავჭავაძის, მაზნიაშვილის, ტყვიავის, გოგიბერიძის, ხეთაგუროვის, გამცემლიძის და მიმდებარე ქუჩებს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის. სამუშაოების მიმდინარეობისას, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით – http://www.gwp.ge“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

amerikis vizaamerikis viza
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!