ხუთშაბათი, აპრილი 11, 2024
ფრენები
მთავარიახალი ამბებიგაიცანით ალა პუგაჩოვას ჩეჩენი შვილიშვილი, რომელიც „ფორბსის“ მდიდრების სიაშია (ფოტოები)

გაიცანით ალა პუგაჩოვას ჩეჩენი შვილიშვილი, რომელიც „ფორბსის“ მდიდრების სიაშია (ფოტოები)

kompensacia frenebzekompensacia frenebze

კრისტინა ორბაკაიტეს 24 წლის ვაჟი, რომელიც ჩეჩენი ბიზნესმენისგან, რუსლან ბაისაროვისგან ჰყავს, დიდი ხანია,  საკუთარი სარჩოს თავად შოულობს. წარმატებული და სიმპათიური მამაკაცი ქალბატონების ყურადღებით განებივრებულია. 
ცნობილი დინასტიის მემკვიდრემ ბრწყინვალე განათლება მიიღო დიდ ბრიტანეთში. ოქსფორდის დამთავრების შემდეგ, ალა პუგაჩოვას ჩეჩენი შვილიშვილი რუსეთში დაბრუნდა, სადაც მან ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება გადაწყვიტა.

უფროსი ძმისგან, ნიკიტა პრესნიაკოვისგან განსხვავებით, რომელმაც მუსიკალური კარიერა აირჩია, დენის ბაისაროვი ყოველთვის ოცნებობდა, ბიზნესმენი მამის კვალს გაჰყოლოდა. სხვათა შორის, გავლენიანი ბიზნესმენი Forbes-ის მიხედვით რუსეთის უმდიდრესი ადამიანების ტოპ 200-შია შესული.

 

დენი დღესასწაულების ორნიზებითაა დაკავებული და სულაც არ თაკილობს, ხმამაღლა ილაპარაკოს იმის შესახებ, რომ მამა ეხმარება. თუმცა ბაისაროვი უმცროსის კომპანიის საქმიანობას გამოცდილი ბიზნესმაგნატები არ აკონტროლებენ. გასაკვირია, მაგრამ ფაქტია, რომ ბიჭი სიამოვნებით ითავსებს რამდენიმე თანამდებობას ერთდროულად. არის როგორც კომპანიის გენერალური დირექტორი, ასევე ფოტოგრაფი. ფოტოგრაფია ამ  სიმპათიური მამაკაცის ცალკე გატაცებაა. ამას წინათ დენისმა თავისი პირადი მიკრობლოგის გამომწერებს   პიკანტური კადრების სერია გაუზიარა. გადაღების დროს ყურადღება გაამახვილა სიფრიფანა გოგონაზე, რომლის სხეულსაც რამდენიმე ტატუ ამშვენებს.

ვარაუდობენ, რომ ახალგაზრდა მამაკაცი მოდელთან არა მხოლოდ საქმიან ურთიერთობაშია. დაახლოებით ორი წლის წინ, პუგაჩოვას შვილიშვილმა სასიყვარულო დრამა გადაიტანა. დამწყები ბიზნესმენის მიერ გაკერპებული გოგონა სხვაზე დაქორწინდა. მას შემდეგ ბაისაროვმა შეწყვიტა პირადი ცხოვრების დეტალების სახალხოდ გაზიარება.

amerikis vizaamerikis viza
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!