ოთხშაბათი, ივლისი 10, 2024
ფრენები
მთავარიახალი ამბებივაფასებთ საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ გაწეულ მხარდაჭერასა და თანამშრომლობას - აშშ-ის საელჩო...

ვაფასებთ საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ გაწეულ მხარდაჭერასა და თანამშრომლობას – აშშ-ის საელჩო ევაკუაციაზე

aviabiletebiaviabiletebi

აშშ-ის საელჩო ოფიციალურად ადასტურებს, რომ დიპლომატიური უწყების ტერიტორიაზე სამართალდამცველები მუშაობენ.

საელჩომ ცოტა ხნის წინ მოკლე კომენტარი გაავრცელა და მადლობა გადაუხადა ქართველ სამართალდამცველებს რეაგირებისათვის.

„აშშ-ის საელჩო აფასებს საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ გაწეულ მხარდაჭერასა და  თანამშრომლობას, დღეს საელჩოს ტერიტორიაზე უსაფრთხოების საკითხზე რეაგირების კუთხით“, – ნათქვამია საელჩოს ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, აშშ-ს საელჩოს მიმდებარე ტერიტორია გადაკეტილია. ადგილზე გამნაღმველები მუშაობენ.

მოხდა შენობის ევაკუაცია და თანამშრომლებს პოლიციამ ტერიტორია დაატოვებინა.

frenis kompensaciafrenis kompensacia
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!