ორშაბათი, დეკემბერი 9, 2024
ფრენები
მთავარიახალი ამბები„ყავა და ლუდის“ ცნობილი წყვილი - ალეკო მახარობლიშვილი „კოკას“ ემშვიდობება

„ყავა და ლუდის“ ცნობილი წყვილი – ალეკო მახარობლიშვილი „კოკას“ ემშვიდობება

frenis kompensaciafrenis kompensacia

ცნობილი ქართველი მსახიობი, მიშა გომიაშვილი 61 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას ფილტვზე პრობლემები ჰქონდა და კლინიკაში მკურნალობდა, სადაც გარდაიცვალა.

მსახიობი ბოლო პერიოდში თავს სუსტად გრძნობდა. როგორც თავად „პრაიმტაიმს“ ბოლო ინტერვიუში უთხრა, ბევრს ვეწევი... ხშირად ვიღლებიო...

მსახიობს კოლეგები, ახლობლები და მეგობრები ემოციურად ემშვიდობებიან. განსაკუთრებით ემოციურია ცნობილ სერიალ „ყავა და ლუდში“ მონაწილე, ალეკო მახარობლიშვილის სიტყვები, რომელიც სერიალში მიშა გომიაშვილთან ერთად მონაწილეობდა. 

„განსაკუთრებული ურთიერთობა ურთიერთობა გვქონდა და მინდოდა მეთქვა, კიდევ ბევრი გვექნება-მეთქი, მაგრამ… საზოგადოებას მინდა ვთხოვო, რომ ეს ამბავი ვაივიშად არ გადავაქციოთ. სატირალი უკვე გუშინ ვიტირე, როცა გავიგე… 35 წელი ერთად ვიყავით მე და მიშა. 6-7- წელი სერიალს ვიღებდით, სადაც ღამითაც ერთად ვიყავით ხოლმე. კარგიც გვაქვს გასახსენებელი, უფრო მეტი და ცუდიც. სულ შაქარი და თაფლი არ ვიყავით არც მე და არც მიშა. კვირები არ ველაპარაკებოდით ერთმანეთს, ხელი არ დაგვირტყამს ერთმანეთი, დანარჩენი არ დაგვიკლია… გავიდოდა ორი კვირა და იცოდა შემორიგება, მეძახოდა, ლიოშ… ხმას დაიწვრილებდა ხოლმე, რას შვრებიო… მთელ ამ „ციგნობაში“ ძალიან სერიოზული რაღაცებიც გვაქვს გაკეთებული, დაწყებული სერიალებიდან, დამთავრებული სპექტაკლით… აქედან როგორ მოგეფერო მიშა, მაგრამ მოხდა ასეთი რამ… იცით, როგორი კაცი იყო? ვერ მოათვინიერებდი. არაფრით მისი გადაკეთება არ არსებობდა. ეტყობა, ამაში იყო მისი მთავარი ღირებულებაც და გაუფასურებაც. ამიტომ იყო ცოლების თემაც. ყველა კომპრომისზე მივდივართ, ის კი უკომპრომისო იყო…“,- ამბობს მსახიობი ერთ-ერთ გადაცემაში. 

amindi
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

ელექტრიკი გამოძახებით
დაკოპირება ისჯება კანონით!