შაბათი, მაისი 18, 2024
ფრენები
მთავარიახალი ამბებიმაჭავარიანის ქუჩაზე გადაადგილება დროებით იზღუდება

მაჭავარიანის ქუჩაზე გადაადგილება დროებით იზღუდება

kompensacia frenebzekompensacia frenebze

თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განცხადებით, მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო, მაჭავარიანის ქუჩაზე 13 სექტემბერს, 23:00 საათიდან 14 სექტემბრის 07:00 საათამდე, საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება.

„თბილისის მერია მაჭავარიანის ქუჩისა და მარშალ გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობას ახორციელებს. ამ ეტაპზე, მაჭავარიანის ქუჩაზე ასფალტის საფარის ზედა ფენა დაიგება.

დაგეგმილი საგზაო სამუშაოების გამო, 13 სექტემბრის 23:00 საათიდან 14 სექტემბრის 07:00 საათამდე, მაჭავარიანის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება.

თბილისის მერია შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს გიხდით!,“ – აღნიშნულია განცხადებაში.

amerikis vizaamerikis viza
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!