მთავარიბლოგირა პირობებით შეიძლება ბინის შეძენა „ქრონომეტრში’’?
თვითფრინავის ბილეთები

რა პირობებით შეიძლება ბინის შეძენა „ქრონომეტრში’’?

ბინის შეძენის მსურველებს გადაწყვეტილების მიღებისას რამდენიმე საკითხის გათვალისწინება უწევთ. ერთ-ერთი მთავარი გადახდის ფორმის არჩევაა: მყიდველს შეუძლია ისარგებლოს დეველოპერის შიდა განვადებით ან საცხოვრებელი ფართი იპოთეკური სესხით შეიძინოს. ორივე შემთხვევაში გადახდის გრაფიკი, ფინანსური ვალდებულებები და საჭირო პროცედურები განსხვავებულია. ამიტომ, არჩევანი დამოკიდებულია შემოსავალზე, ხელთ არსებულ თანხასა და იმაზე, თუ რა ვადაში გეგმავს ის ბინის ღირებულების დაფარვას.

დეველოპერული კომპანია ,,ქრონომეტრის’’ საცხოვრებელ კომპლექსში,  რომელიც ლისის ტბის მიმდებარედ შენდება, ბინის შეძენა ორივე გზით არის შესაძლებელი. კომპანია მყიდველებს შიდა განვადების საკმაოდ ხელსაყრელ პირობებს სთავაზობს, იპოთეკური სესხის შემთხვევაში კი პროცესი პარტნიორი ბანკის მონაწილეობით მიმდინარეობს.

ორი გზა ერთი მიზნისთვის: როგორ განსხვავდება გადახდის პირობები?

ბინის ყიდვა განვადებით ,,ქრონომეტრში’’ ნიშნავს იმას, რომ მყიდველი უძრავი ქონების ღირებულებას ეტაპობრივად, დეველოპერთან შეთანხმებული გრაფიკით იხდის. ამ მოდელში გადახდის პირობები უშუალოდ კომპანიის მიერ განისაზღვრება და საბანკო სესხის გაფორმება საჭირო არ არის. იპოთეკური სესხის აღებისას კი ბინის შესაძენად საჭირო თანხას ბანკი გასცემს, ხოლო მყიდველი სესხს შეთანხმებული ვადითა და პროცენტით ფარავს. შესაბამისად, განსხვავებულია როგორც ხელშეკრულების მხარეები, ისე ფინანსური ვალდებულების პირობები.

რომელი ვარიანტი იქნება უფრო მისაღები, დამოკიდებულია კონკრეტულ ფინანსურ მდგომარეობაზე. თუ მომხმარებელს აქვს დანაზოგი და დარჩენილი თანხის გარკვეულ პერიოდში გადახდა შეუძლია, მისთვის შიდა განვადება შეიძლება მოსახერხებელი აღმოჩნდეს. სხვა მხრივ კი იპოთეკური სესხი შეიძლება უფრო შესაფერისი იყოს. ორივე შემთხვევაში გადაწყვეტილებამდე საჭიროა გადასახდელი თანხის, ვადებისა და ხელშეკრულების პირობების დეტალურად გაცნობა.

ბინის ყიდვა იპოთეკით ,,ქრონომეტრში’’: როგორია დაფინანსების პროცესი?

იპოთეკური სესხის არჩევისას, ფინანსური ორგანიზაცია აფასებს განმცხადებლის შემოსავლებს, არსებულ ვალდებულებებს, საკრედიტო ისტორიასა და შესაძენ ქონებას. ბინის ყიდვა იპოთეკით ამ შეფასების საფუძველზე ხდება: ბანკი განსაზღვრავს, რა ოდენობის სესხის გაცემა შეუძლია და რა პირობებით. საწყისი შენატანის ოდენობა, საპროცენტო განაკვეთი და სესხის დაფარვის ვადა კონკრეტული ბანკის შეთავაზებასა და მომხმარებლის ფინანსურ შესაძლებლობებზეა დამოკიდებული.

საბოლოო გადაწყვეტილებას, ბუნებრივია, ბანკი იღებს. სესხის ხელშეკრულების გაფორმებამდე კი ყურადღება უნდა მიექცეს არა მხოლოდ ყოველთვიურ შენატანს, არამედ სესხის სრულ ღირებულებას, შესაძლო საკომისიოებსა და ვადაზე ადრე დაფარვის პირობებსაც.

მიზანი და ფინანსური შესაძლებლობები

საცხოვრებლად ბინის შეძენისას მყიდველისთვის პრიორიტეტი ხშირად ყოველთვიური ხარჯების სწორად განაწილებაა. საჭიროა შეფასდეს, რამდენი თანხა რჩება ოჯახს აუცილებელი ხარჯების დაფარვის შემდეგ და რამდენად შეძლებს შეთანხმებული, გრაფიკით განსაზღვრული თანხის რეგულარულად გადახდას. ინვესტიციის მიზნით შეძენისას დამატებით გასათვალისწინებელია ქონების შენახვის ხარჯები, გაქირავების პერსპექტივა და ის პერიოდი, რომლის განმავლობაშიც მყიდველი თანხის დაბანდებას გეგმავს.

საზღვარგარეთ მცხოვრები ადამიანები, რომლებიც ბინის შეძენით არიან დაინტერესებულნი, ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ ხელშეკრულების გაფორმებისა და თანხის გადარიცხვის პროცედურებს. მათ წინასწარ უნდა გაარკვიონ, როგორ მზადდება დოკუმენტები, რა ვადებში უნდა გადაიხადონ თანხა და რა პირობები მოქმედებს დაგვიანებული გადარიცხვის შემთხვევაში.

როგორ შეარჩიოთ აპარტამენტი და დაიწყოთ შეძენის პროცესი?

„ქრონომეტრის’’ პროექტში ბინები ფართობით, ოთახების განლაგებითა და სართულის მიხედვით განსხვავდება. არჩევანი კი იმაზეა დამოკიდებული, როგორ წარმოგიდგენიათ ამ სივრცის გამოყენება მომავალში. თუ საცხოვრებლად ყიდულობთ, შესაძლოა თქვენთვის მნიშვნელოვანი იყოს ოთახების რაოდენობა და ოჯახის ყოველდღიურ საჭიროებებზე მორგებული გეგმარება. საინვესტიციო ჩანაფიქრის შემთხვევაში კი ყურადღება შეიძლება გამახვილდეს კომპლექსის მდებარეობაზე, ბინის გაქირავების პოტენციალსა და იმაზე, თუ რამდენად მოთხოვნადი შეიძლება იყოს მსგავსი ტიპის საცხოვრებელი ფართი უძრავი ქონების ბაზარზე.

პროექტის გაცნობისას მყიდველს შეუძლია სხვადასხვა ბინის გეგმარება ერთმანეთს შეადაროს და მისთვის საინტერესო ვარიანტებზე დამატებითი ინფორმაცია მიიღოს. გაყიდვების გუნდთან კონსულტაციისას აუცილებლად დააზუსტეთ  კონკრეტული აპარტამენტის ღირებულება, ხელმისაწვდომობა და ნასყიდობის ხელშეკრულების დეტალები. 

საბოლოო არჩევანს თითოეული ადამიანისთვის ყოველთვის განსხვავებული მნიშვნელობა აქვს: ზოგისთვის ეს საკუთარი საცხოვრებლის შესაძენად გადადგმული პირველი ნაბიჯია, ზოგისთვის კი საქართველოში უძრავ ქონებაში ინვესტირების დასაწყისი.

მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

ელექტრიკი გამოძახებით