ოთხშაბათი, ნოემბერი 27, 2024
ფრენები
მთავარიახალი ამბებისახელმწიფო მდივანი ბლინკენი სომხეთს და აზერბაიჯანს მოუწოდებს ცეცხლის შეწყვეტისკენ

სახელმწიფო მდივანი ბლინკენი სომხეთს და აზერბაიჯანს მოუწოდებს ცეცხლის შეწყვეტისკენ

amindi

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი სამხედრო გზით ვერ გადაწყდება. ბლინკენის ოფიციალური განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტის ვებსაიტზე გამოქვეყნდა.

სახელმწიფო მდივნის თანახმად, აშშ ღრმად შეშფოთებულია ცნობებით, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის გასწვრივ, მათ შორის, სომხეთის ტერიტორიაზე დასახლებულ პუნქტებსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების შესახებ. აშშ მხარეებს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ნებისმიერი საბრძოლო მოქმედება.

სომხეთის პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, "აზერბაიჯანის აგრესიის" გამო, წუხელ, ნიკოლ ფაშინიანი ენტონი ბლინკენს ტელეფონით ესაუბრა.

გასულ ღამით, სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ აზერბაიჯანის არმიამ არტილერიის და მსხვილკალიბრიანი იარაღის გამოყენებით, ინტენსიური სროლა დაიწყო დასახლებული პუნქტების, გორისის, სოტქისა და ჯერმუკის მიმართულებით და სომხეთის შეიარაღებული ძალების პოზიციები დაცხრილა, რასაც მათი მხრიდან მოჰყვა თანაზომიერი რეაქცია.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, გვიან ღამით, სომხეთის შეიარაღებული ძალების დივერსიულმა ჯგუფებმა დანაღმეს აზერბაიჯანის არმიის ქვედანაყოფების პოზიციებს შორის არსებული რაიონები და გზები, ამ აქტების აღსაკვეთად აზერბაიჯანელი სამხედროების მიერ მიღებულ ზომებს კი, მოჰყვა ბრძოლა და დანაკარგი ორივე მხრიდან. ინფორმაციას დაღუპულთა შესახებ სომხეთის თავდაცვის სამინისტროც ადასტურებს.

frenis kompensaciafrenis kompensacia
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!