კვირა, დეკემბერი 8, 2024
ფრენები
მთავარიახალი ამბებიინფორმაცია აზერბაიჯანის არმიის ქვედანაყოფების მიერ მშვიდობიანი მოსახლეობისა და ინფრასტრუქტურის დაბომბვის შესახებ სიცრუეა...

ინფორმაცია აზერბაიჯანის არმიის ქვედანაყოფების მიერ მშვიდობიანი მოსახლეობისა და ინფრასტრუქტურის დაბომბვის შესახებ სიცრუეა – აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება

frenis kompensaciafrenis kompensacia

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ აზერბაიჯანის არმიის ქვედანაყოფების მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვის, სამოქალაქო ობიექტებისა და ინფრასტრუქტურის დაზიანების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არ გააჩნია საფუძველი და არ ასახავს რეალობას.

აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებაში აღნიშნავენ, რომ სომხეთის პროვოკაციების საპასუხოდ, ადგილობრივი ხასიათის კონტრზომები მიიღეს, რომელიც მიმართულია ლეგიტიმური სამხედრო სამიზნეების წინააღმდეგ.

„სამოქალაქო ობიექტებისა და უდანაშაულო ადამიანების სამიზნედ გამოყენება სტანდარტული სამხედრო მეთოდოლოგიაა, რომელსაც სომხეთის შეიარაღებული ძალები იყენებენ“, - აღნიშნეს უწყებაში.

მანამდე სომხეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა არტილერიით სომხური პოზიციების ინტენსიური დაბომბვა დაიწყო.

თავის მხრივ, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა აზერბაიჯან-სომხეთის სახელმწიფო საზღვრის დაშქესანის, ქალბაჯარისა და ლაჩინის მიმართულებით ფართომასშტაბური პროვოკაცია მოაწყვეს.

აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ სომხეთის მხრიდან პროვოკაციის შედეგად, აზერბაიჯანის არმიის პირად შემადგენლობაში დანაკარგებია.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ასევე იუწყება, რომ დაზიანებულია სამხედრო ინფრასტრუქტურა.

amindi
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

ელექტრიკი გამოძახებით
დაკოპირება ისჯება კანონით!