კვირა, თებერვალი 5, 2023
ფრენები
მთავარიახალი ამბები13 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

13 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

aviabiletebi ganvadebitaviabiletebi ganvadebit

ვერძი

თქვენი ორაზროვანი გამოთქმები და გაურკვეველი შენიშვნები ცუდად აისახება ირგვლივ მყოფთა განწყობაზე. გამოიჩინეთ მაქსიმალური ყურადღება და სიფრთხილე ურთიერთობებში. უადგილო ხუმრობაც კი შესაძლოა, ზიანის მომტანი შეიძლება იყოს.

კურო

იყავით მზად მოულოდნელი ცვლილებებისთვის, შესაძლოა, სიტუაცია ნეგატიურად შემობრუნდეს და ვერ მიიღოთ ის შედეგი, რომელსაც ელოდით. იყავით ფხიზლად. გააკონტროლეთ ემოციები და ყველაფერი მარტივად დალაგდება.

ტყუპები

ახალი ნაცნობობა მეტად სასიკეთო გავლენას იქონიებს თქვენს მომავალზე, არ მოდუნდეთ, შეეცადეთ, მეტი შეუპოვრობა და ინტერესი გამოიჩინოთ მიმართ. თქვენი ძალისხმევა არა მარტო კარგ საქმიან პარტნიორს, არამედ საუკეთესო მეგობარსაც შეგძენთ.

კირჩხიბი

ახლა თქვენი ენერგოტონუსი შედარებით დაქვეითებულია, ამიტომ, მეტი დრო დაუთმეთ სუფთა ჰაერზე ყოფნას. საქმიანობაში გარკვეული კრიზისული სიტუაციაა მოსალოდნელი. ახლა ის დროა, მოიფიქროთ რაიმე ახალი.

ლომი

დაზოგეთ ძალები, იყავით თავდაჭერილი და ნუ აჰყვებით ემოციებს, კონცენტრირდით საჭირო ამოცანების გადაჭრაზე. მოსალოდნელია მნიშვნელოვანი პროექტები და საინტერესო ნაცნობობა.

ქალწული

სასურველია, კარგად დაისვენოთ, გონივრულად დაგეგმეთ საყოფაცხოვრებო საქმეები და შეუდექით მათ განხორციელებას თანამოაზრეებთან ერთად. დარწმუნებული იყავით, რომ ყველაფერს წარმატებით გაართმევთ თავს.

სასწორი

თქვენი სასიკეთო განწყობა დიდად იმოქმედებს ირგვლივ მყოფ ადამიანებზეც, გელოდებათ გულუხვი კომპლიმენტები და შექება, თქვენით აღფრთოვანებულნი არიან. 

მორიელი

იყავით მეტად გაბედული, კარი ღიაა და თამამად შეაბიჯეთ ახალ სამყაროში, წინ დიდი პერსპექტივები და ახალი საინტერესო ჰორიზონტია. მთავარია, მოინდომოთ და გჯეროდეთ გამარჯვების.

მშვილდოსანი

ნუ შეეცდებით ვინმესთვის რაიმეს მტკიცებას. დიდი ალბათობით, თქვენ თავად უმზერთ სამყაროს ვარდისფერი სათვალით, სინამდვილეში, ყველაფერი სხვაგვარადაა.

თხის რქა

კარგია სუფთა ჰაერზე გასეირნება და კონტაქტი ცოცხალ ბუნებასთან. ყური მიუგდეთ მინიშნებებს და იზრუნეთ ენერგოტონუსის ამაღლებაზე.

მერწყული

ნუ მოინდომებთ ზედმეტად ბევრს, სასურველია, მცირე ნაბიჯებით იაროთ მომავლისკენ, ასეთ შემთხვევაში, ყველაფერს წარმატებით მოახერხებთ და შედეგებიც გაგახარებთ.

თევზები

სანამ რაიმე გადაწყვეტილებას მიიღებთ, კარგად დაფიქრდით და გათვალეთ სათადარიგო გზები, იმ შემთხვევისთვის, თუ ყველაფერი თქვენი სურვილისამებრ არ განხორციელდა.

Facebook კომენტარები
turebi iafadturebi iafad
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!

ამერიკის ვიზა