ორშაბათი, დეკემბერი 9, 2024
ფრენები
მთავარიახალი ამბები23 წლის ახალგაზრდის მკვლელობა ოზურგეთში - საქმის ახალი დეტალები ხდება ცნობილი

23 წლის ახალგაზრდის მკვლელობა ოზურგეთში – საქმის ახალი დეტალები ხდება ცნობილი

frenis kompensaciafrenis kompensacia

პოლიცია ამ დრომდე ეძებს მკვლელობაში ეჭვმიტანილს, რომელმაც ოზურგეთში 23 წლის ახალგაზრდა მოკლა. "კურიერის" ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლული გოგა როყვა იტალიიდან დედის სანახავად ერთი კვირის წინ იყო ჩამოსული.

სავარაუდოდ, მკვლელმა და მოკლულმა ერთმანეთი ანასეულის გზაზე მოძრაობისას იცნეს, რასაც კონფლიქტი მოჰყვა. დიდი ალბათობით ახალი შელაპარაკება ძველი ჩხუბის გაგრძელება იყო, რომელიც უკვე მძიმე შედეგით დასრულდა. არსებული ვერსიით, მკვლელი გზაზე იდგა, მასთან გიგა როყვა საკუთარი ავტომობილით მივიდა. ამის შედეგ მოხდა სიტყვიერი კამათი, თუმცა არა ფიზიკური დაპირისპირება. რამდენიმე წუთში კი, როდესაც როყვა გზის გაგრძელებას აპირებდა, დაახლოებით 10 მეტრში მას ესროლეს. ტყვია გულ-მკერდის არეში მოხვდა.

გასროლას თვითმხილველი არ ჰყავს. გულ-მკერდის არეში სასიკვდილოდ დაჭრილი 23 წლის მამაკაცი საავადმყოფოში გამვლელმა მანქანამ გადაიყვანა, მაგრამ ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს. გოგა როყვას რეანიმაციაში შეყვანისას სასიცოცხლო ნიშნები არ აღენიშნებოდა.

"კურიერმა" დღეს გაარკვია, რომ მკვლელსა და მოკლულს შორის კონფლიქტი წარსულში მართლაც იყო, თუმცა ამაზე საუბარი გარდაცვლილის ოჯახის წევრებს არ სურთ.

გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით არის დაწყებული. დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა გამოძიებისთვის უკვე ცნობილია.

amindi
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

ელექტრიკი გამოძახებით
დაკოპირება ისჯება კანონით!