პარასკევი, ოქტომბერი 11, 2024
ფრენები
მთავარიახალი ამბები„სამსახურის შემდეგ ბათუმში, ჩემი ქორწილისთვის უნდა ჩამოსულიყო...“ - ანდრო ქუჯოშვილის ნათლული ტრაგედიაზე

„სამსახურის შემდეგ ბათუმში, ჩემი ქორწილისთვის უნდა ჩამოსულიყო…“ – ანდრო ქუჯოშვილის ნათლული ტრაგედიაზე

aviabiletebiaviabiletebi

სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად საკუთარი სიცოცხლის გაწირვას გმირობა ჰქვია... თანამედროვე გმირი კი გუდაურში, 29 ივლისს გარდაცვლილი ჩვენი 8 თანამოქალაქე გახდა. მათი გარდაცვალებიდან 40 დღე უკვე გავიდა, მათმა სულებმა სამუდამო სასუფეველი უკვე დაიმკვიდრა.

29 ივლისს, იმ საბედისწერო დღეს ყველას საკუთარი გეგმა ჰქონდა. მაგალითად, მფრინავი ანდრო ქუჯოშვილი ნატლულის ქორწილისთვის ემზადებოდა და 6 საათის შემდეგ, მეგობრებთან ერთად ბათუმში წასვლას აპირებდა.

„პრაიმტაიმი“ ყველაზე ახალგაზრდა პილოტის, ანდრო ქუჯოშვილის ნათლულს, მარი ჯაიანს ესაუბრა. სასაზღვრო ავიაციის მფრინავი ლეიტენანტი გარდა ნათესაური კავშირისა, ანდროს ჯგუფელი და თანამშრომელი გახლავთ.

მარი ჯაიანი: მე და ანდრომ მუშაობა ერთად დავიწყეთ. ანდროს და ნადარჩენი ბიჭების დამსახურებაა, რომ მათთან ერთად მოვედი, რადგან იცოდნენ, რომ ვერტმფრენები ძალიან მიყვარდა. ვაკანსიის შესახებ რომ გაიგეს, მოვიდნენ და მეც მითხრეს, რომ ერთად დაგვეწყო ვერტმფრენით ფრენა.

ამ შემთხვევამდე დაახლოებით, 5 დღით ადრე ბათუმში წავედი. 30 ივლისს ქორწილი მქონდა და ბიჭებს ველოდი, იქ უნდა ჩამოსულიყვნენ. მე და ანდრომ მანამდე ქორწილის გეგმებზე ვისაუბრეთ. 29 ივლისს, სამსახურის შემდეგ, ანდრო და დანარჩენი ბიჭები თავიანთი მანქანით აპირებდნენ წამოსვლას.

იმ დღეს მზადების პროცესში ვიყავი... ჩემმა მეუღლემ დამიძახა, ჩამოდი, რაღაც მოხდაო. რომ ჩავედი, ჩემი მეჯვარე, რომელიც ასევე ჩემი თანამშრომელია, ტიროდა. თავიდან ვერ მივხვდი რა ხდებოდა. რომ მითხრეს, ვერტმფრენი ჩამოვარდაო, პირველი რეაქცია რაც იყო, კადრები მოვითხოვე, მაჩვენეთ, რა მოხდა მეთქი. ვიფიქრე, რახან ჩამოვარდა, ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ ასე ფატალურად უნდა დასრულებულიყო.

კადრები რომ ვნახე, მივხვდი, რომ აზრი არ ჰქონდა... მაგრამ იმედი მაინც არ მქონდა გადაწურული. დღემდე ჩემს გონებაში ტრიალებს. ძალიან ძლიერი ადამიანი დავკარგეთ, ძალიან ძლიერი ხალხი დააკლდა საქართველოს ავიაციას.

- როგორ გაიცანით ანდრო, როგორი იყო თქვენთან, მეგობრებთან, თანამშრომლებთან...?

- ანდრო ყოველთვის გამორჩეული ადამიანი იყო. იყო რა, ვერ აღვიქვამ იმას, რაც მოხდა. იმდენად უცებ დაგვატყდა ეს ყველაფერი თავს, ამასთან შეგუება ასე მარტივი არ არის, თანაც ასე მოკლე დროში.

უნივერსიტეტიდან მოყოლებული, ყოველთვის გამორჩეული იყო, მხიარული, პირველივე შეხვედრიდან დაგამახსოვრებდა თავს. ჩვენ როცა ერთმანეთი გავიცანით, ძალიან დიდი ყურადღება გამოიჩინა, მთელი ჯგუფი გამაცნო და ყოველთვის ყურადღებას მაქცევდა.

„მიმინოს“ აეროპორტში ერთად დავფრინავდით. როგორც ყოველთვის, მისი მზრუნველობა არასდროს მაკლდა. იყო როგორც ძმა, 2019 წელს გახდა ჩემი ნათლია. უნივერსიტეტში ყოფნისას გადავწყვიტე, რომ მინდოდა მოვნათლულიყავი. პირველი, ვინც ვიფიქრე, რომ მინდოდა ჩემი ნათლია ყოფილიყო, ეს იყო ანდრო.  

ჩემი ცხოვრების მანძილზე ეგეთ სამართლიან, გულწრფელ და პატიოსან ადამიანს როგორიც ანდრო იყო, არ შევხვედრივარ. მისი სახით ბევრი ადამიანი დავკარგე. სამსახურში მისი შემოსვლა სულ დადებით ემოციებს იწვევდა, იმდენად მხიარული იყო. არასდროს უნდოდა, რომ მოწყენილი ვყოფილიყავი. ცუდ ხასიათზე მყოფს არასდროს მშორდებოდა, იგებდა რა მოხდა და რატომ ვიყავი ისე. იძულებული ვიყავი, რომ ვყოფილიყავი ბედნიერი. ყველასთან ასე იყო...ეს მიკვირს.

- გესიზმრებათ? 

- ანდრო საკმაოდ ხშირად მესიზმრება. სულ ძველი კადრები და ემოციებია, რაც ერთად გამოვიარეთ. დღესაც ისეთი მოლოდინი მაქვს, რომ სადღაც არის წასული და ყოველ დღე ველოდები, როდის შემოაღებს სამსახურის კარებს.

როდესაც ადამიანს ტოვებ და წინა დღით ესაუბრები, ამ ფაქტს ჯერ კიდევ ვერ ვეგუები, წარმოუდგენელია რომ ასე უცებ ადამიანის ცხოვრება შეიცვალოს.

29 ივლისს საქართველოში მძიმე დღე გათენდა. ცნობილი გახდა, რომ გუდაურის მიმდებარე ტერიტორიაზე, პარაპლანით ფრენის დროს, 2 პირი კლდოვან ფერდობზე ჩამოვარდა. მათ გადასარჩენად სამაშველო ოპერაციაში ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენი, რომელმაც ღონისძიების მიმდინარეობისას მართვა დაკარგა და ჩამოვარდა. 

ვერტმფრენის ბორტზე იმყოფებოდა ეკიპაჟის 4 წევრი: ეკიპაჟის მეთაური მფრინავი – ზაზა ლორია; მფრინავი – დიმიტრი ქააძე, მფრინავი – ანდრო ქუჯოშვილი, მფრინავი – ლევან ჩოხელი. ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 2 მაშველი: გიორგი მარგიანი, კახა ტორჩინავა და ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის 2 მედიკოსი: ქეთევან გულაშვილი და გიორგი ვენეცკი.

ქვეყანაში გლოვის დღეები გამოცხადდა... გმირები სამების საკათედრო ტაძრიდან უკანასკნელ გზაზე გააცილეს და სამხედრო პატივით დაკრძალეს.

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებით, სამაშველო ოპერაციისას დაღუპულები მედლით „სამოქალაქო თავდადებისთვის“ დაჯილდოვდნენ.

ვახტანგ გომელაურმა დაღუპული მფრინავები და მაშველები I ხარისხის მედლით - ,,განსაკუთრებული დამსახურებისათვის“ დააჯილდოვა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, გმირულად დაღუპულების ოჯახებს 100 ათასი ლარი გადაეცა.

frenis kompensaciafrenis kompensacia
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!