ხუთშაბათი, თებერვალი 20, 2025
ფრენები
მთავარისაზოგადოება„ოჯახის დანგრევა ისე განვიცადე, დიაბეტი დამემართა...“ - როლანდ ოქროპირიძე
spot_img

„ოჯახის დანგრევა ისე განვიცადე, დიაბეტი დამემართა…“ – როლანდ ოქროპირიძე

frenis kompensaciafrenis kompensacia

მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი და ახლა უნდა „პოსტ ალიონის“ გუნდის წევრი როლანდ ოქროპირიძე  თავის პირად ცხოვრებასა და განცდილ შეცდომებზე გულწრფელად ჟურნალ „სარკესთან“ საუბრობდა.

ამჟამად მსახიობი მეორედ არის დაქორწინებული და ამბობს, რომ მისმა მეორე მეუღლემ ისეთი მიიღო, როგორიც არის.

„ჩემი მეორე მეუღლე არის ის, ვინც შეძლო და მიმიღო ისეთი, როგორიც ვარ. ის ზუსტად ჩემი ადამიანია. კარგად გვესმის ერთმანეთის და თავს ბედნიერად ვგრძნობთ ერთად“.

თუმცა როლანდს ჰყავდა პირველი ოჯახიც, რომელიც სამწუხაროდ, დაინგრა:

„ოჯახის დანგრევა უბრალო ამბავი არ არის. ე.ი შეცდომით გადადგი ნაბიჯი. მერე შენს თავს ამ შეცდომას ვეღარ პატიობ, რადგან მარტო შენ არ ხარ დაზარალებული, ასევე ცუდად არის შენი მეორე ნახევარი… ჩემი პირველი მეუღლე კარგი გოგოა, არც მე ვარ ურიგო, ერთად კი ვერ გამოვდექით. ახლა კარგი მეგობრები ვართ. მეგობრობა შევძელით, მეუღლეობა – ვერა!..“

მსახიობი ასევე აღნიშნავს, რომ პირველი ოჯახის დანგრევის შემდეგ, ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა შეექმნა:

„არ არსებობს ადამიანი, რაღაც დონეზე არ განიცადოს. მე ისეთი ნერვიულობა შემხვდა, რომ დიაბეტი დამემართა…“, – ამბობს მსახიობი.

amindi
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

ელექტრიკი გამოძახებით
დაკოპირება ისჯება კანონით!