პარასკევი, თებერვალი 21, 2025
ფრენები
მთავარისხვადასხვა“დიღომში ვიპოვეთ გიგას ტელეფონი…” – რას ჰყვება დედა 24 წლის ბიჭზე, რომელსაც...
spot_img

“დიღომში ვიპოვეთ გიგას ტელეფონი…” – რას ჰყვება დედა 24 წლის ბიჭზე, რომელსაც კვირაზე მეტია ეძებენ

frenis kompensaciafrenis kompensacia

24 წლის გიგა და­უშ­ვილს ოჯა­ხის წევ­რე­ბი კვლავ ეძე­ბენ. გიგა სახ­ლი­დან 9 თე­ბერ­ვალს გა­ვი­და და მას შემ­დეგ მისი კვა­ლი და­ი­კარ­გა. მისი ტე­ლე­ფო­ნი მაშ­ვე­ლებ­მა ბო­ლოს დიღ­მის ჭა­ლებ­ში იპო­ვეს.

სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ებ­ში პო­ლი­ცია და სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხუ­რია ჩარ­თუ­ლი. რო­გორც ოჯა­ხის წევ­რე­ბი ამ­ბო­ბენ, მაშ­ვე­ლებ­მა დე­ტა­ლუ­რად და­ათ­ვა­ლი­ე­რეს მტკვრის ის უბა­ნი, მთე­ლი პე­რი­მეტ­რი გარ­შე­მო, სა­დაც გი­გას ტე­ლე­ფო­ნი იპო­ვეს, თუმ­ცა ამ დრომ­დე მის კვალს ვერ მი­აგ­ნეს.ნა­ხეს.

AMBEBI.GE ესაუბრა გი­გას დე­დას, ნა­თია და­უშ­ვილს, რო­მე­ლიც ამ­ბობს, რომ მაშ­ვე­ლებ­მა და­უ­ღა­ლა­ვად იშ­რო­მეს მტკვარ­ზე და მათ დიდ მად­ლო­ბას უხ­დის. მი­სი­ვე თქმით, ამ­ჟა­მად კა­მე­რე­ბის ჩა­ნა­წე­რე­ბის კვლე­ვა მიმ­დი­ნა­რე­ობს და ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით პო­ლი­ცია სა­სა­მარ­თლოს გან­ჩი­ნე­ბას ელო­დე­ბა.

“სა­დაც ტე­ლე­ფო­ნი იპო­ვეს, დი­ღომ­ში, იქ ვერ ვი­პო­ვეთ გიგა. ჩემს შვილს ჰქონ­და ასე­თი თვი­სე­ბა – რო­დე­საც ტე­ლე­ფო­ნი და­უჯ­დე­ბო­და, ერთი დღე კი არა, 1-2 სა­ათ­ში სხვი­სი ნომ­რი­დან და­მი­რე­კავ­და, მე­ტყო­და, დე, მე ვარ, ტე­ლე­ფო­ნი და­მიჯ­და და არ ინერ­ვი­უ­ლოო. ვიცი ჩემი შვი­ლის ხა­სი­ა­თი ისე, რო­გორც არა­ვინ. ჩემი შვი­ლი ცო­ცხა­ლი რომ იყოს, ხმას მო­მაწ­ვდენ­და, არ­სად ჩანს და დღეს უბ­რა­ლოდ პო­ლი­ცი­ას­თან მაქვს კი­თხვე­ბი. იქამ­დე თუ მი­ვაღ­წიე, უნდა მი­ვი­დე, კა­მე­რე­ბის ჩა­ნა­წე­რებ­ზე სა­სა­მარ­თლოს გან­ჩი­ნე­ბას ელო­დე­ბი­ან, უბ­რა­ლოდ, დრო იწე­ლე­ბა და ამას ძა­ლი­ან გან­ვიც­დი.

გიგა ბო­ლოს როცა ვნა­ხე, მშვე­ნი­ერ ხა­სი­ათ­ზე იყო. იმ დღეს ლამპრო­ბის დღე­სას­წა­ულ­ზე იყო მე­გობ­რებ­თან ერ­თად, ჩემ­მა მე­გო­ბარ­მა ლელა ზუ­რე­ბი­ან­მა დადო ვი­დეო, სა­დაც ჩემი შვი­ლია. და­ვუ­რე­კე და მი­თხრა, დედა, ლამპრო­ბა­ზე ვარ და იცო­დე, მაგ­რად დავ­ლი­ეო. ვუ­თხა­რი, ახლა ამო­დი, დედა, ყა­ვას და­გა­ლე­ვი­ნებ და მერე გა­აგ­რძე­ლე, როცა გა­მო­ფხიზ­ლდე­ბი, არ გინ­და, მეტი არ და­ა­მა­ტო-თქო. დამ­თან­ხმდა, კი, დე, მალე ამო­ვა­ლო, მშვი­დად მი­თხრა. არა­ნა­ი­რი შე­ლა­პა­რა­კე­ბა არ გვქო­ნია, ჩვენ სხვა დე­დაშ­ვი­ლო­ბა გვქონ­და. არც სახ­ლში ამო­სუ­ლა და ამის მერე ჩემი შვი­ლის ხმაც აღარ გა­მი­გო­ნია. ასე ვე­ძებთ ყვე­ლა­ნი, იქ არც ჩხუ­ბი ყო­ფი­ლა, არც არა­ფე­რი. მას მერე ყვე­ლა­ნი ვე­ძებთ. დი­ღომ­ში, სა­დაც ტე­ლე­ფო­ნი იპო­ვეს, მაშ­ვე­ლე­ბი 5 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში თავ­გა­მო­დე­ბით ეძებ­დნენ გი­გას. მტკვარ­თან ახ­ლო­საა ჩვე­ნი კორ­პუ­სი, მტკვარს გა­დავ­ყუ­რებთ, დევ­ნი­ლე­ბის კომ­პლექ­სია, ჩვენც დევ­ნი­ლე­ბი ვართ. არ იყო ჩემი შვი­ლი უპა­სუ­ხის­მგებ­ლო, მე რომ ასე და­ვე­ტო­ვე­ბი­ნე, ვინ­მეს ტე­ლე­ფო­ნი­დან მა­ინც მო­მაწ­ვდენ­და ხმას. ყვე­ლა­ზე მე­ტად მე ეს მეწ­ვის და ამას ვგრძნობ. ცო­ცხალ­სა და მკვდარ­საც ვერ ვპო­უ­ლობთ და ესაა სა­ში­ნე­ლე­ბა. არც ერთ დე­დას არ ენა­ხოს შვი­ლის გა­სა­ჭი­რი.” – ამბობს ნათია დაუშვილი AMBEBI.GE-სთან ინტერვიუში.

amindi
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

ელექტრიკი გამოძახებით
დაკოპირება ისჯება კანონით!