სამშაბათი, ივნისი 6, 2023
ფრენები
მთავარიახალი ამბებიუკრაინის პროკურატურა: ხარკივის ერთ-ერთ სოფელში 4 ცხედარი ვიპოვეთ, მათ წამების კვალი აღენიშნებათ

უკრაინის პროკურატურა: ხარკივის ერთ-ერთ სოფელში 4 ცხედარი ვიპოვეთ, მათ წამების კვალი აღენიშნებათ

wizz airis aviabiletebiwizz airis aviabiletebi

რუსი ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ ხარკივის ოლქის სოფელ ზალიზნიჩეში პოლიციელებმა 4 ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს.

მათ სხეულზე წამების კვალი აღენიშნებათ. ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, დეოკუპაციის შემდეგ ადგილობრივებმა თავად მიმართეს სამართალდამცველებს და განაცხადეს, რომ რუსებმა მათი თანასოფლელები დახოცეს.

პროკურატურის ცნობითვე, გამოძიება დაწყებულია, ცხედრები კი ექსპერტიზაზე გადაასვენეს.

გუშინ, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხარკივის რეგიონში უკვე 40-მდე დასახლება გაათავისუფლეს.

kompensacia frenebzekompensacia frenebze
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!

aviabiletebi avia.ge