„ტვ პირველის“ ცნობით, რიყის პარკში მერვე კლასის მოსწავლე ღია თხრილში ჩავარდა და გაიგუდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ადგილზე, სადაც ტრაგედია დატრიალდა არც გამაფრთხილებელი ნიშნები და არც უსაფრთხოების ზომები არ არსებობდა.
მოზარდის გადარჩენას მეგობრები ცდილობდნენ, თუმცა ვერ შეძლეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოზარდის დაღუპვასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო – ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
არსებული ინფორმაციით, რიყის პარკში მეათე კლასის მოსწავლე თხრილში ჩავარდა და ადგილზე დაიღუპა.
„ტვ პირველის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მე-10 კლასელი ბიჭის გადარჩენა მეგობრებმა სცადეს, თუმცა უშედეგოდ.
გავრცელებული ცნობით, შემთხვევა შაბათს მოხდა. თხრილი, სავარაუდოდ, წყლით იყო სავსე.