თბილისის მერი, კახა კალაძე კინოსა და თეატრის მსახიობის მიხეილ გომიაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
„ქართულ თეატრსა და კინოს ცნობილი ქართველი მსახიობი, მიშა გომიაშვილი გამოაკლდა. ქართულ კულტურას დააკლდა მისი ნიჭი და ტალანტი.
მიშა გომიაშვილი იყო „ოქროს ნიღაბის“ საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის გრან-პრის მფლობელი. გომიაშვილის სასცენო და კინო როლები სამუდამოდ დარჩება მაყურებლის მეხსიერებაში.
ვიზიარებ მიშა გომიაშვილის ოჯახის, მისი მეგობრების, კოლეგების დიდ გულისტკივილს!“, - აღნიშნავს კახა კალაძე.
კინოსა და თეატრის მსახიობი, მიშა გომიაშვილი გარდაიცვალა.