ახლახან ავარიაში ტრაგიკულად გარდაცვლილი მომღერლის, მამუკა ონაშვილის ნახატების გამოფენა იგეგმება. ამის შესახებ ინფორმაციას მისი და, მაიკო ონაშვილი სოციალური ქსელის მეშვეობით ავრცელებს.
ნახატების გამოფენა 2 ოქტომბერს ნათელა იანქოშვილის მუზეუმში გაიმართება ტელეკომპანია „ვარსკვლავების“ ორგანიზებით.
გამოფენა გაგრძელდება 3 დღეს და დასრულდება 5 ოქტომბერს.
„მეგობრებო ,2 ოქტომბერს კეთდება მამუკას ნახატების გამოფენა,მინდა გთხოვოთ, რამდენიმე დღით მათხოვოთ გაყიდული და ნაჩუქარი ტილოები, სექტემბრის 29-ში რომ მომიტანოთ სახლში ან მითხარით სად მოვიდე“,- წერს მომღერლის და.