თბილისში, ზესტაფონის ქუჩაზე 16 წლის ბიჭი დაჭრეს. მას ჭრილობა ცივი იარაღით გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული. სავარაუდო თავდამსხმელი 14 წლის მოზარდია – ინფორმაციას “რუსთავი 2” ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, თავს დაეხსნენ 16 წლის გიორგი ბლიაძეს, მაშინ როდესაც ძმასთან ერთად გადაადგილდებოდა. დაჭრილის დედის თქმით, მისი შვილი და ეჭვმიტანილი ერთ სკოლაში სწავლობდნენ, მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება წარსულშიც მოხდა, თუმცა მაშინ ეჭვმიტანილზე სამართლებრივი დევნა მისის ასაკის გამო არ განხორციელდა.