გასულ წელს მსახიობმა მიშა გომიაშვილმა ერთ-ერთ გადაცემაში პირადი ცხოვრების შესახებ ისაუბრა. მან განმარტა, რატომ იყო მის ცხოვრებაში ბევრი ქალი.
„სახლებს ვაშენებდი და მერე გზადაგზა ცოლებს ვუტოვებდი, ჰობი მაქვს ასეთი, ვიღაცა მარკებს აგროვებს, ვიღაცა მანქანებს... მე მიყვარს, სახლები დავუტოვო ცოლებს. სხვათა შორის, არცთუ ისე ბევრი ცოლი მყავდა, ვიცი ხალხი, ვისაც ჩემზე ბევრი ცოლი ჰყავდა. ოთხი ცოლი მყავდა. ყოფილა, ორი-სამი წელი მიცხოვრია ქალთან და ვამბობდი, რომ ის ცოლია. დღევანდელ დღეს რომ ყოფილიყო ეს ამბავი, თავისუფლად ვიტყოდი, რომ ეს ჩემი საყვარელია. ეს ის პერიოდია, როდესაც ამას ქალზე ვერ იტყოდი, ძალიან შეიცვალა დრო... სტატუსი უნდა ყოფილიყო ცოლის, ქალს უფრო უფრთხილდებოდი და მაგიტომ მიწევდა ამის თქმა, თორემ ოფიციალურად ჯვრისწერა და ხელმოწერა მქონდა-ოთხი. მოიცა, არ მახსოვს, ან სამი, ან ოთხი ხელის მოწერა მქონდა.
ყველაზე დიდი ხანი, უკვე მეთერთმეტე წელია, ქეთისთან ვარ, ბოლო გაჩერებაა, მომატეხა ფრთები, რომ ვეღარ ავფრინდე და მეც ამას დიდი სიამოვნებით ვღებულობ", - განაცხადა მსახიობმა.
ცნობისთვის, 61 წლის ასაკში მიშა გომიაშვილი დღეს, 12 სექტემბერს გარდაიცვალა.