მთავარიახალი ამბებიმეწყერმა ბათუმისკენ მომვალი 4 ადამიანი იმსხვერპლა
თვითფრინავის ბილეთები

მეწყერმა ბათუმისკენ მომვალი 4 ადამიანი იმსხვერპლა

თურქული მედიის ცნობით, დღეს, 9 დეკემბერს, თურქეთში, ქალაქ ართვინის არჰავის რაიონში, მეწყერში ჩამარხული ავტომანქანიდან ოთხი ადამიანის ცხედარი ამოიღეს.
მეწყერმა, რომელიც ხეობაში 8 დეკემბერს ჩამოწვა, მიწის და კლდის მასები ფერდობზე ჩამოშალა და გზატკეცილი გადაკეტა.

მეწყერში მოყოლილი ავტომანქანა დრონის სკანირების შედეგად აღმოაჩინეს.
მედიის ცნობით, დაღუპულები თურქეთის მოქალაქეები არიან და ისინი ბათუმში მოდიოდნენ.

ვიდეო იხილეთ აქ: https://www.youtube.com/watch?v=6psmWPXppXw

წყარო: ბათუმელები

მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

ელექტრიკი გამოძახებით